In Another Land
„In Another Land“ — ინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის სიმღერა. იგი სინგლის სახით 1967 წელს გამოიცა. შეტანილია ალბომში Their Satanic Majesties Request.
„In Another Land“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — როლინგ სტოუნზი | ||||
ალბომიდან Their Satanic Majesties Request | ||||
B-მხარე | „The Lantern“ | |||
გამოსვლის თარიღი | 2 დეკემბერი 1967 | |||
ჩაიწერა | 13 ივლისი 1967 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, ეისიდ-როკი, ბაროკო-პოპი | |||
ხანგრძლივობა | 2:48 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | London 45.907 | |||
ავტორ(ებ)ი | ბილ უაიმენი | |||
პროდიუსერი | როლინგ სტოუნზი | |||
როლინგ სტოუნზი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
დაწერილი ბასისტ ბილ უაიმენის მიერ, ეს არის ჯგუფის ერთადერთი სიმღერა, რომელშიც იგი წამყვან ვოკალს ასრულებს და ერთ-ერთი სამიდან, რომლების ავტორი თავად არის.
სიმღერა ჩაიწერა ერთ-ერთ საღამოს, როდესაც უაიმენი სტუდიაში მოვიდა და აღმოაჩინა, რომ ხმისჩამწერი სესია გადადეს. იგი ნაწყენი ჩანდა, მაგრამ წარადგინა ახალი სიმღერა, რომელიც პროდიუსერ გლინ ჯოუნსის თანაშემწეობით ჩაწერეს[1]. ტექსტზე საუბრისას, იგი ამბობდა: „იდეა ის არის, რომ ეს მამაკაცი იღვიძებს და სხვა სიზმარში აღმოჩნდება.“[1] ეს ასე არის აღწერილი:
„We walked across the sand
And the sea and the sky and the castles were blue |
„ქვიშაში გავიარეთ
და ზღვა და ცა და სასახლეები ლურჯად იქცა |
ჯოუნსმა ეს სიმღერა მიკ ჯეგერს მოასმენინა, ხოლო კით რიჩარდსს და ბრაიან ჯოუნსს იგი მოეწონათ და გადაწყვიტეს მომავალ ალბომში შეტანა.[1]
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 In Another Land. Time Is on Our Side. ციტირების თარიღი: 7 October 2006.