If (პინკ ფლოიდის სიმღერა)

If“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან Atom Heart Mother.[1][2]

„If“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Atom Heart Mother
გამოსვლის თარიღი 10 ოქტომბერი 1970
ჩაიწერა აგვისტო 1970
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი პროგრესული ხალხური მუსიკა
ხანგრძლივობა 4:31
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
Atom Heart Motherსიმღერები

შექმნა რედაქტირება

სიმღერის ავტორი და შემსრულებელია როჯერ უოტერსი. ისევე, როგორც Grantchester Meadows, ისიც პასტორალის ტიპის არის, მაგრამ ტექსტში ავტორი საკუთარ პიროვნებას იკვლევს.

რონ გისინი:

„If“ წარმოაჩენს ნამდვილ როჯერს იმაზე უკეთ, ვიდრე მისი ხმაურიანი პოლიტიკური გამოგონებები. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯგუფის ასტრალური ბოდვები. სტრიქონში „If I were a good man I'd understand the spaces between friends“ მისი მთელი არსია.

საკონცერტო ვერსიები რედაქტირება

სიმღერა შესრულდა ჯონ პილის გადაცემაში, BBC-ს პარიზის თეატრში (ლონდონი), 1970 16 ივლისს. ამ შესრულებისას რიჩარდ რაიტი უკრავდა ორგანსა და ბას-გიტარაზე. როჯერ უოტერსი სიმღერას საკუთარ სოლო ტურნეებში ასრულებდა, დამატებითი სტრიქონებით და სხვა კომპოზიციური წყობების დამატებით.

ფაქტები რედაქტირება

  • დაგეგმილი იყო სიმღერის შეტანა კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd, მაგრამ იგი მასში არ მოხვდა[3].

სქოლიო რედაქტირება

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Guthrie, James. James Guthrie: Audio: Building A Compilation Album. Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 June 2010. ციტირების თარიღი: 17 June 2013.