Hollinndagain — ჯგუფ Animal Collective-ის საკონცერტო ალბომი (გამოცემული სახელით Avey Tare, Panda Bear და Geologist), რომელიც გამოვიდა 2002 წელს St. Ives-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკონცერტო ალბომია, ფანების უმეტესობა მას ჯგუფის მესამე ოფიციალურ ალბომად მიიჩნევს, რადგან მასში ახალი სიმღერები შედიოდა, Lablakely Dress-ის გარდა, რომელიც მანამდე Danse Manatee-ზე გამოჩნდა.

Hollinndagain
საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი 2002, 2006 (ხელახალი გამოცემა)
ჩაიწერა 2001
ჟანრი არტ როკი
ფსიქ ფოლკი
ხანგრძლივობა 41:43
ლეიბლი St. Ives, Paw Tracks (ხელახალი გამოცემა)
Avey Tare, Panda Bear და Geologist — ქრონოლოგია
Danse Manatee
(2001)
Hollinndagain
(2002)
Campfire Songs
(2003)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars [1]
Prefix Magazine(5/10) [2]

ჩაწერა რედაქტირება

Hollinndagain არის ჯგუფის მეორე ალბომის, Danse Manatee-ს პერიოდში ჩაწერილი საკონცერტო მატერიალის კრებული. პირველი სამი სიმღერა ჩაიწერა ნიუ ჯერსის რადო სადგურ WFMU-ზე გამოსვლისას. დანარჩენი ოთხი კი Black Dice-სთან ერთად ნიუ-იორკში, ნეშვილსა და ოსტინში გამართულ კონცერტებზე 2001 წლის ზაფხულში.

გამოცემები რედაქტირება

თავდაპირველად ალბომის მხოლოდ 300 ასლი გამოიცა. ყოველ მათგანს ჯგუფის წევრების მიერ ხელით დამზადებული უნიკალური ყდა ჰქონდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ალბომი მხოლოდ გრამფირფიტის სახით არსებობდა. Animal Collective -ის საკუთარმა ლეიბლმა Paw Tracks ხელახლა გამოსცა ალბომი 2006 წლი 31 ოქტომბერს, კომპაქტ-დისკსა და გრამფირფიტაზე.

სიმღერების სია რედაქტირება

პირველი მხარე
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„I See You Pan“10:24
2.„Pride and Fight“11:24
მეორე მხარე
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Forest Gospel“4:23
2.„There's an Arrow“3:04
3.„Lablakely Dress“5:23
4.„Tell It to the Mountain“4:37
5.„Pumpkin Gets a Snakebite“2:18

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hollinndagain&oldid=4589630“-დან