Hawkwind — ინგლისური როკ-ჯგუფი, სპეის როკის ერთ-ერთი პიონერი. მათ ტექსტებში ჭარბობს ურბანული და ფანტასტიკური თემები. ისინი აგრეთვე ცნობილები არიან, როგორც პანკ-როკის წინამორბედები[6] და ითვლებიან დამაკავშირებლად ჰიპებისა და პანკ კულტურებს შორის.[7] Hawkwind-ს აგრეთვე თვლიან პროტო-პანკის წარმომადგენლად[5].

Hawkwind

ჯგუფი 2017 წელს.
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Hawkwind Zoo, Sonic Assassins, Hawklords, Psychedelic Warriors, Group X, Hawkwind Light Orchestra, The Elves of Silbury Hill
წარმოშობა ლედბროუკ გროუვი, ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1969-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი UA, Charisma, Bronze, RCA/Active, Flicknife, GWR, EBS, Voiceprint, Cherry Red
წევრები დეივ ბროკი
მისტერ დიბსი
მაგნუს მარტინი
რიჩარდ ჩედუიკი
ჰეზ უიტონი
ყოფილი წევრები იხ. წევრების სია
საიტი hawkwind.com
Hawkwind ვიკისაწყობში

ჯგუფი 1969 წელს ჩამოაყალიბა დეივ ბროკმა. არსებობის განმავლობაში Hawkwind-მა ბევრჯერ შეიცვალა შემადგენლობა და მუსიკალური სტილი. ჯგუფის ერთადერთი უცვლელი წევრი დეივ ბროკია. მის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს 50-ზე მეტი მუსიკოსი იყო. Hawkwind აგრეთვე თანამშრომლობდა ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალ მაიკლ მურკოკთან.

ისტორია რედაქტირება

1969: შექმნა რედაქტირება

 
დეივ ბროკი

დეივ ბროკი და მიკ სლეტერი უკრავდნენ ლონდონურ ფსიქოდელიურ ჯგუფ Famous Cure-ში. ჯონ ჰარისონის გაცნობის შემდეგ ყველას აღმოაჩნდა ინტერესი ელექტრონული მუსიკისადმი და გადაწყდა, რომ ჩამოაყალიბებდნენ კოლექტივს ასეთი მიმართულების მუსიკის შესასრულებლად. ჩვიდმეტი წლის დრამერი ტერი ოლის გამოეხმაურა მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, ხოლო ნიკ ტერნერმა და მაიკლ დეივისმა, ბროკის ძველმა მეგობრებმა, შესთავაზეს ტრანსპორტის და ტექნიკის მიწოდება, თუმცა მალევე ჯგუფის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

ნოტინგ-ჰილში ყველა წმინდანის დარბაზში კონკურსზე გამოსვლისას მათ არც ჰქონდათ შერჩეული ჯგუფის სახელწოდება და გამოსვლის წინ Group X აირჩიეს. ვინაიდან არ ჰქონდათ საკუთარი მასალა, შეასრულეს The Byrds-ის „Eight Miles High“-ს 20 წუთიანი ინტერპრეტაცია[8]. BBC Radio 1-ის წამყვანმა ჯონ პილმა მათი გამოსვლა მოისმინა და შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, ამიტომ ორგანიზატორ დაგლას სმითს სთხოვა, ჯგუფისთვის ყურადღება მიექცია. სმითმა მათთან კონტრაქტი გააფორმა და დაეხმარა Liberty Records-ზე კონტრაქტის მოპოვებაში - ამავე პერიოდში იგი პატრონობდა ჯგუფ Cochise-ს.[9]

სახელწოდება Hawkwind აირჩიეს მას შემდეგ, მანამდე გამოდიოდნენ Hawkwind Zoo-ს სახით. Hawkwind-ს უწოდებდნენ ტერნერს. ეს ფსევდონიმი მომდინარეობდა მისი ჩახველების არასასიამოვნო მანერით (ინგლისურში hawking) და გაზების ხშირი გამოშვებით (wind). კიდევ ერთი ვერსიით, სახელწოდება წარმოიშვა მაიკლ მურკოკის პერსონაჟ დორიან ჰოუკმუნისგან (რომანი „მუდმივი მებრძოლი“).[10] თუმცა, მურკოკი უარყოფდა ამ უკანასკნელს.

ები-როუდზე იწერებოდა კოლექტივის პირველი სიმღერები. სესიის დროს ჩაიწერა „Hurry on Sundown“ და სხვები (ისინი შეტანილია სადებიუტო Hawkwind-ის რემასტერში). ამის შემდეგ სლეტერის სანაცვლოდ ჯგუფში მოვიდა ჰიუ ლოიდ-ლენგტონი, რომელიც ბროკს ჯერ კიდევ მუსიკალურ მაღაზიაში მუშაობის პერიოდიდან იცნობდა, როდესაც უკანასკნელი სიმებს ყიდულობდა და ქუჩაში უკრავდა.[11]

1970–1975: United Artists-ის პერიოდი რედაქტირება

Pretty Things-ის გიტარისტი ჯგუფს შეუერთდა 1970 წლის სადებიუტო Hawkwind-ის ჩასაწერად. ამან მიიქცია ბრიტანეთის ანდერგრაუნდის ყურადღება. კოლექტივი მართავდა უფასო კონცერტს, საქველმოქმედო გამოსვლებს და ჩნდებოდა ფესტივალებზე. ბათის ფესტივალის ფარგლებში უფასო კონცერტის ფარგლებში მათ გაიცნეს კიდევ ერთი ჯგუფი ლენდბროუდ-გროვიდან, Pink Fairies – შემდგომში მათ შორის ჩამოყალიბებული მეგობრობა გადაიზარდა პროექტ Pinkwind-შიც. თუმცა, მიუხედავად წარმატებისა, ჯგუფში აქტიურად იყენებდნენ ნარკოტიკებს, რის გამოც კოლექტივი ჰარისონმა დატოვა და ჩანაცვლდა თომას კრიმბლით (1970 წლის ივლისიდან – 1971 წლის მარტამდე). კრიმბლმა დაუკრა BBC-ის რამდენიმე სესიაზე, შემდეგ კი ჯგუფი დატოვა, გლასტონბერის 1971 წლის ფესტივალის ორგანიზებისთვის, სადაც უკვე Hawkwind-ის გამოსვლას დაესწრო.[12] ჯგუფიდან აგრეთვე წავიდა ლოიდ-ლენგტონი – მიზეზად იქცა არასასიამოვნო LSD-სეანსი უაიტის ფესტივალის ფარგლებში, რასაც მოჰყვა ნერვული აშლილობა.[13]

მეორე ალბომი, 1971 წლის In Search of Space, წინასთან შედარებით კომერციულად ბევრად წარმატებული აღმოჩნდა, მოხვდა რა ბრიტანეთის ჩარტის მე-18 პოზიციაზე. ამ დისკზე მათი სახე სეიცვალა, გრაფიკოს ბარნი ბაბლზის და ანდერგრაუნდულ მწერალ რობერტ კალვერტის ძალისხმევით, რაც აისახა თანდართულ ბუკლეტში Hawklog. ყოველივე შემდგომში გადამუშავდა როგორც სასცენო წარმოდგენა Space Ritual. მწერალი მაიკლ მურკოკი და მოცეკვავე სტასია ასევე მონაწილეობდნენ Hawkwind-ის პროექტებში. ჯგუფი დიკ მიკმა დატოვა და მის სანაცვლოდ მოვიდა ხმის ინჟინერი დელ დეტმარი, მაგრამ მოგვიანებით მიკი დაბრუნდა და Hawkwind-ში ორი კლავიშისტი აღმოჩნდა. ბას-გიტარისტი დეივ ანდერსონი, ჯგუფიდან Amon Düül II, ასევე შეუერთდა კოლექტივს, მაგრამ დატოვა ალბომის გამოცემამდე, სხვა წევრებთან პირადი სირთულეების გამო.[14] ანდერსონმა და ლოიდ-ლენგტონმა ხანმოკლე პერიოდით ჩამოაყალიბეს Amon Din.[15] ამასობაში ოლისიც წავიდა, არ მოსწონდა რა ჯგუფის კომერციული მიმართულებისადმი მიდრეკილება.[16]

Hawkwind-ს ახალი ენერგია შეემატა ბასისტ იენ „ლემი“ კილმისტერის და დრამერ საიმონ კინგის გამოჩენით. ამ შემადგენლობით გამართული ერთ-ერთი ადრეული კონცერტი იყო რაუნდჰაუსში Greasy Truckers-ის მხარდამჭერი ღონისძიება (13 თებერვალი, 1972). კონცერტის ჩანაწერი Greasy Truckers Party ცალკე სახით გამოიცა, ხოლო ვოკალის ხელახლა ჩაწერის შემდეგ Hawkwind-მა გამოუშვა სინგლი, „Silver Machine“, რომელიც ბრიტანეთში #3 პოზიციას იკავებდა. კომერციული წარმატებით შესაძლებელი გახდა შემდეგი დისკის, Doremi Fasol Latido ჩაწერის და ტურნეს Space Ritual დაფინანსება. კონცერტებში მონაწილეობდნენ სტასია, მისს რენე, მიმი ტონი კარერა და Liquid Len თავისი მრავალფეროვანი განათებით, საკონცერტო ჩანაწერები კი შემდგომში იქცა ალბომად Space Ritual. წარმატების პიკზე, 1973 წელს, Hawkwind-მა გამოუშვა სინგლი „Urban Guerrilla“, რაც დაემთხვა ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმიის მიერ ლონდონში მოწყობილ ტერაქტს. ამიტომ BBC-მ უარი თქვა სიმღერის ეთერში გაშვებაზე, ხოლო ჯგუფის მენეჯმენტს ეშინოდა, რომ Hawkwind-ს დაადანაშაულებდნენ მოვლენების ფონზე კომერციული წარმატების მოპოვების მცდელობაში, ამიტომ სინგლი გაყიდვიდან ამოიღო. მიუხედავად ამისა, ჩარტში ფირფიტა უკვე #39 პოზიციას იკავებდა.[17]

დიკ მიკმა ჯგუფი 1973 წელს დატოვა, ხოლო კალვერტმა Hawkwind-თან კავშირი გაწყვიტა სოლო-პროექტებზე ყურადღების გამახვილების მიზნით. წასვლას დეტმარიც აპირებდა, ამიტომ საიმონ ჰაუსი მათ შეუერთდა სესიური კლავიშისტის და მევიოლინეს სახით, გამოდიოდა რა კონცერტებზე, ჩრდილო ამერიკულ ტურნეში და მიიღო მონაწილეობა 1974 წლის Hall of the Mountain Grill ჩაწერაში. დეტმარი საბოლოოდ, ევროპული ტურნეს შემდეგ, წავიდა და კანადაში დასახლდა, ალან პაუელი კი ასრულებდა კინგის მოვალეობებს ევროპაში გამართული კონცერტების პერიოდში, თუმცა შემდგომშიც დარჩა, ამიტომ მათ უკვე ორი დრამერი ჰყავდათ.

1975 წლის დასაწყისში გამოვიდა მორიგი ალბომი, Warrior on the Edge of Time. მასზე მუშაობისას კოლექტივი მურკოკთან თანამშრომლობდა და შეიქმნა სიმღერები, ნაწილობრივ დაფუძნებული უკანასკნელის „მუდმივი მებრძოლის“ მოტივებზე. თუმცა, ჩრდილოეთ ამერიკაში მაისში გამართული ტურნეს დროს ლემის აშშ-დან კანადაში გამგზავრებისას საზღვარზე მებაჟეებმა აღმოუჩინეს ამფეტამინის გარკვეული რაოდენობა. ჩათვალეს რა, რომ ეს კოკაინი იყო, ბასისტი დააპატიმრეს და Hakwind-მა რამდენიმე კონცერტი საერთოდ გააუქმა. მობეზრდათ რა ლემის ექსცენტრიული ხასიათი, იგი გაუშვეს კოლექტივიდან[18]. მისი ადგილი დაიკავა Pink Fairies-ის პოლ რუდოლფმა.[19]

ლემი შეუერთდა Pink Fairies-ის კიდევ ერთ გიტარისტ ლარი უოლისს და ჩამოაყალიბა Motörhead, რომლის სახელწოდება მომდინარეობდა უკანასკნელი სიმღერისგან, რომელიც კილმისტერმა Hawkwind-ისთვის დაწერა.

1976–1978: Charisma-ს პერიოდი რედაქტირება

კალვერტი მიწვეული შემსრულებლის სახით ჯგუფთან ერთად გამოჩნდა 1975 წლის რედინგის ფესტივალზე, რის შემდეგაც შეუერთდა სრულუფლებიანი წევრის და ვოკალისტის როლში. სტასიამ შეწყვიტა სცენაზე გამოსვლა და ოჯახური ცხოვრებით დაკავდა. ჯგუფმა შეცვლა ლეიბლი და გადავიდა ტონი სტრეტონ-სმითის Charisma Records-ზე. ტონის ინიციატივით, ჯგუფის მენეჯერტი გახდა ტონი ჰოვარდი.

Astounding Sounds, Amazing Music არის ამ პერიოდში ჩაწერილი პირველი ალბომი. სიმღერის „Back on the Streets“ ჩაწერამდე კოლექტივი დატოვა ტერნერმა[20], მიუღებელი სასცენო შესრულების გამო. მის გარდა კოლექტივიდან წავიდნენ პაუელიც და რუდოლფიც – უკანასკნელი ცდილობდა ჯგუფის მიმართულების შეცვლას, ბროკის და კალვერტის საკუთარი ხედვის მიუხედავად.[20]

ედრიან „ეიდ“ შოუ, Magic Muscle-ის ბასისტი და ტურნეს Space Ritual პერიოდში დამატებითი მუსიკოსი, Hawkwind-ს შეუერთდა 1977 წლის Quark, Strangeness and Charm-ის ჩასაწერად. ჯგუფს საშუალო კომერციული წარმატება ჰქონდა, მაგრამ კალვერტის ფსიქიკური პრობლემების გამო სირთულეები იქმნებოდა. Hawkwind-მა გააუქმა დაგეგმილი ევროპული ტურნე[21], ხოლო 1978 წელს ბროკმა გადაწყვიტა ჯგუფის საერთოდ დაშლა - 1978 წლის ჩრდილოეთ ამერიკული ტურნეს დროს არსებული დაძაბულობის გამო.[22] ორ ტურნეს შორის 1978 წლის იანვარში ჩაიწერა PXR5, რომელიც მხოლოდ შემდეგ წელს გამოიცა.

1977 წლის 23 დეკემბერს ბარნსტეპლში ბროკი და კალვერტი გამოვიდნენ დევონურ ჯგუფ Ark-თან, როგორც Sonic Assassins. ამ გამოსვლისთვის აგრეთვე მიიწვიეს ბასისტი ჰარვი ბენბრიჯი და დრამერი მარტინ გრიფინი. სტივ სუინდელსი ღონისძიებაში კლავიშისტის სახით მონაწილეობდა. ეს პროექტი, Hawklords (რომელმაც ასეთი სახელწოდება, როგორც ვარაუდობენ, იურიდიული მიზეზებით შეარჩია, ვინაიდან Hawkwind სულ მცირე ხნის წინ დაშორდა თავის მენეჯერებს) დევონში მობილური სტუდიის დახმარებით იწერდა დისკს, რომელიც გამოიცა როგორც 25 Years On. კინგი, რომელიც პროექტში დრამერის სახით მონაწილეობდა, საბოლოოდ წავიდა და დაბრუნდა ლონდონში, ხოლო ჰაუსი, რომელმაც Hawkwind-იდან დროებით წავიდა, რათა დევიდ ბოუისთან დაეკრა, საბოლოოდ უკანასკნელთან სრულუფლებიანი მონაწილის სახით დარჩა, მაგრამ Hawkwind-ის სესიების დროს უკრავდა ვიოლინოზე. ბრიტანული ტურნეს დასასრულს კალვერტი, რომელსაც სურდა კინგის დაბრუნება, საბოლოოდ წავიდა Hawkwind-იდან და დაკავდა ლიტერატურით.[23] სუინდელსმა ATCO-სთან კონტრაქტი გააფორმა და დაიწყო სოლო-ალბომის ჩაწერა.

1980s: Bronze-ის, RCA-ს და Flicknife-ის პერიოდები რედაქტირება

1979 წლის ბოლოს Hawkwind აღდგა ბროკის, ბეინბრიჯის და კინგის, აგრეთვე ჰიუ ლოიდ-ლენგტონის მონაწილეობით (რომელმაც მანამდე დაუკრა სადებიუტო ალბომზე). კოლექტივში აგრეთვე შედიოდა ტიმ ბლეიკი (Gong). მათ ერთად გამართეს ბრიტანული ტურნე, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ან რამე მომავალი ჩანაწერი არ ჰქონიათ. ზოგიერთი კონცერტის გაერთიანებული ჩანაწერი, Live Seventy Nine, გამოვიდა Bronze Records-ზე, რასაც მოჰყვა სტუდიური ალბომი Levitation. თუმცა, უკანასკნელის ჩაწერისას კინგი კოლექტივიდან წავიდა და მისი ადგილი სესიების დროს დაიკავა ჯინჯერ ბეიკერმა, რომელიც აგრეთვე შემდგომ ტურნეში მონაწილეობდა. ბლეიკი კი ჩაანაცვლა კით ჰეილმა.

1981 წელს ბეიკერმა და ჰეილმა ჯგუფი დატოვეს, ვინაიდან მათი თხოვნა, Hawkwind-იდან გაეშვათ ბეინბრიჯი, არ დაკმაყოფილდა[24], ამიტომ ბროკმა და ბეინბრიჯმა გადაწყვიტეს, სინთეზატორების და სეკვენსერების პარტიები თავად შეესრულებინათ, ხოლო დრამერის სახით მათ Hawklords-იდან გრიფინი შეუერთდა. RCA/Active-ზე გამოიცა სამი ალბომი, რომლებზეც კვლავ მურკოკი მუშაობდა როგორც ტექსტზე, ასევე ვოკალურ პარტიებზე: Sonic Attack, ელექტრონული Church of Hawkwind და Choose Your Masques. ეს შემადგენლობა 1981 წელს გლასტონბერის ფესტივალის წამყვანი შემსრულებლის სახით გამოვიდა, ისევე, როგორც დონინგტონში 1982 წელს გამართულ Monsters of Rock-ზე. მათ აგრეთვე დაუკრეს სტოუნჰენჯის უფასო ფესტივალის ფარგლებში, ნაბუნიობისას.

1980-იანების დასაწყისში ბროკმა სახლის პირობებში ჩაწერილ დემოებში დაიწყო დრამ-მანქანების გამოყენება და უკმაყოფილო იყო, რომ დრამერები ვერ იცავდნენ საჭირო რიტმს. ამის გამო ჯგუფში მათ ადგილზე სხვადასხვა მუსიკოსი ჩნდებოდა და მიდიოდა. თავდაპირველად გაუშვეს გრიფინი და სცადეს კინგის მიზიდვა, მაგრამ, უკმაყოფილომ თავისივე შესრულების სტილით, მან უარი განაცხადა. ენდი ანდერსონი კოლექტივს დროებით შეუერთდა, თუმცა ამავე დროს The Cure-ში უკრავდა. New Model Army-ს წარმატებამდე რობერტ ჰიტონი ასევე იყო Hawkwind-ის დრამერი. Lloyd Langton Group-ის დრამერი ჯონ კლარკი მონაწილეობდა რამდენიმე ხმისჩამწერ სესიაში, ხოლო 1983 წლის ბოლოს რიკ მარტინესი კოლექტივს შეუერთდა და დაუკრა ტურნეს Earth Ritual ფარგლებში, თებერვალში და 1984 წლის მარტში. მას მოგვიანებით კლაივ დიმერი ჩაენაცვლა.

ტერნერი 1982 წელს დაბრუნდა მიწვეული შემსრულებლის სახით, ტურნეში Choose Your Masques და მუდმივ წევრად დარჩა. შემდგომ ტურნეებში ფილ რივზი მონაწილეობდა კლავიშისტის და მევიოლინეს სახით, თუმცა არც იგი, არც ტერნერი არ უკრავენ ამ პერიოდის ერთადერთ ოფიციალურ ჩანაწერზე The Earth Ritual Preview (განსხვავებით ლემისგან, რომელიც მიწვეული შემსრულებლის სახით გამოჩნდა). Earth Ritual-ის ტურნე ასახულია ჯგუფის პირველ ოფიციალურ სრულმეტრაჟიან ვიდეოში Night of the Hawk

ალან დეივი ჯგუფის უფრო ახალგაზრდა თაობის მსმენელი იყო. მან ბროკის გაუგზავნა ჩანაწერი, რომელზეც თავად უკრავდა[25] და დეივმა იგი მიიწვია ჯგუფში. რივზი გაუშვეს, ხოლო ბეინბრიჯმა გადაინაცვლა კლავიშებიან საკრავებზე და ადგილი დეივის დაუთმო. ასეთი ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოვიდა სტოუნჰენჯის მორიგ უფასო ფესტივალზე, 1984 წელს და ასახულია ვიდეოში Stonehenge 84. ბროკს და ტერნერს შორის არსებული შემდგომი პირადი და პროფესიონალური დაძაბულობების გამო უკანასკნელი 1985 წლის დასაწყისში Hawkwind-იდან წავიდა.[26] კლაივ დიმერი, რომელსაც ჯგუფისთვის „ზედმეტად პროფესიონალურად“ თვლიდნენ[27], 1985 წელს ჩაანაცვლა დენი თომპსონ უმცროსმა, ბასისტ ალან დეივის მეგობარმა. იგი ჯგუფში თითქმის ათწლეულის მიწურულამდე დარჩა.

Hawkwind-ის მურკოკთან კავშირის ქვაკუთხედად იქცა ყველაზე ამბიციური პროექტი The Chronicle of the Black Sword, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნება მაიკლის მიერ დაწერილ ელრიკ მელნიბოუნის რომანებს. სასცენო გამოსვლებში მის როლს განასახიერებდა ტონი კრერერი. მურკოკმა იმუშავა ტექსტებზე, თუმცა კონცერტების დროს მხოლოდ მთხრობელის სახით ჩნდებოდა. ტურნე ჩაიწერა და გამოიცა ალბომის Live Chronicles და ვიდეოს The Chronicle of the Black Sword სახით. ეს შემადგენლობა გამოვიდა რედინგის 1986 წლის ფესტივალზე. გამოსვლას მოჰყვა 1986 წლის ბრიტანული ტურნე Live Chronicles-ის მხარდასაჭერად, რომელიც აგრეთვე გამოვიდა როგორც ვიდეო Chaos. 1988 წელს ჯგუფმა ჩაწერა ალბომი The Xenon Codex, რომელზეც უკრავდა გაი ბიდმიდი. თუმცა, მორიგი სირთულეების გამო, Hawkwind დატოვეს ლოიდ-ლენგტონმა და თომპსონმა.

დრამერი რიჩარდ ჩედუიკი მათ შეუერთდა 1988 წელს. მანამდე იგი უკრავდა მცირე ალტერნატიულ საფესტივალო ჯგუფებში (უფრო აღსანიშნავია Bath's Smart Pils) და ხშირად ხვდებოდა ბროკს ან Hawkwind-ს. თავდაპირველად იგი უბრალოდ მიიწვიეს, რათა ჯგუფში დაეკრა, მაგრამ მოგვიანებით მან ჩაანაცვლა დრამერი მიკ კირტონი და Hawkwind-ში დღემდე რჩება.

მას შემდეგ, რაც ლოიდ-ლენგტონი ჯგუფიდან წავიდა, მევიოლინე ჰაუსი 1989 წელს დაბრუნდა კოლექტივში (მანამდე იგი მონაწილეობდა 1974–1978 წლების შემადგენლობაში). აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში Hawkwind გაემგზავრა პირველ ჩრდილოეთ ამერიკულ ტურნეში 11 წლიანი შესვენების შემდეგ, თუმცა ჰაუსს მასში მონაწილეობა არ მიუღია. წარმატებული ტურნე იყო პირველი შემდგომ წლებში გამართულებთან ერთად და წარმოადგენდა ჯგუფის ამერიკულ ბაზარზე დაბრუნების მცდელობას.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

ჯგუფის წევრები რედაქტირება

ამჟამინდელი შემადგენლობა
  • დეივ ბროკი – ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორები (1969–დღემდე)
  • რიჩარდ ჩედუიკი – დასარტყმელი საკრავები, ვოკალი (1988–დღემდე)
  • მისტერ დიბსი – ვოკალი, ჩელო, გიტარა, ბასი (2007–დღემდე)
  • მაგნუს მარტინი – კლავიშებიანი საკრავები, გიტარა (2016–დღემდე)
  • ჰეზ უიტონი – ბასი (2016–დღემდე)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ედერი, ბრიუს. Artist Biography by Bruce Eder. AllMusic. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2015.
  2. დეგეინი, მაიკ. Hawkwind – In Search of Space. AllMusic. ციტირების თარიღი: 24 December 2014.
  3. „Hawkwind: Space rock band still going strong after 44 years“. BBC News. 10 April 2013. ციტირების თარიღი: 21 December 2015.
  4. უინი, გერი (2003). Beyond the Palace. Trafford Publishing, გვ. 270. ISBN 1-4120-0314-8. 
  5. 5.0 5.1 აბრაჰამსი, იენ. Hawkwind- At The BBC: 1972. Record Collector. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2015.
  6. Buckley 2003, გვ. 403, "1974 წელს ჯგუფში საიმონ ჰაუსის (კლავიშებიანი საკრავები/ვიოლინო) დამატებას მოჰყვა ჟღერადობის შერბილები მასალის ხელშეხების გარეშე, მაგრამ ბასზე პროტო-პანკური ლემის მონაწილეობით მძიმე როკის მსმენელების მოთხოვნები ყოველთვის დაკმაყოფილებული იყო"
  7. Scaruffi 2003, გვ. 114, "Hawkwind-მა გამოიგონა „სპეის-როკი“, მძიმე და ეისიდ-როკის ჰიბრიდი, რომელმაც პირველის ხმოვანი ენერგია და მეორეს იმპროვიზაციები გააერთიანა (ისევე, როგორც რობერტ კალვერტის სამეცნიერო ფანტასტიკური ხედვა). ალბომებმა In Search Of Space (1971) და Doremi Falso Latido (1972), Space Ritual-ში (1973) დაგვირგვინებით, ეს ჩანაფიქრი დახვეწეს, მაგრამ Hawkwind იქცა კულტურულ ფენომენად, რომელიც ძირითად ყურადღებას ამახვილებდა საკონცერტო გამოსვლებზე (დაახლოებით იგივე მოხდა აშშ-ში Grateful Dead-ის შემთხვევაში), პარალელურად კი MC5-ის ტიპის ხმაურიანი დამოკიდებულებით იხკეხნიდა თავს. Hawkwind-ის გარგანტუასებური ჟღერადობა აგრეთვე წარმოადგენს ბუნებრივ (არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად შეშლილ) დამაკავშირებელს ჰიპების და პანკის კულტურებს შორის."
  8. spaceritual.net history. ციტირების თარიღი: 16 November 2017.
  9. Franks, Phil. Philm Freax: Days in the Life of Friends/Frendz Magazine: Doug Smith. ციტირების თარიღი: 16 November 2017.
  10. „Why the great rock'n'roll novel is so elusive“. The Independent. London. 14 August 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2017.
  11. Vintage Guitar Magazine, February 2003 – Huw Lloyd-Langton... Gets on the move again – www.huwlloyd-langton.co.uk დაარქივებული 7 February 2007 საიტზე Wayback Machine.
  12. Nik Turner – Glastonbury, 40 Years On დაარქივებული 18 May 2011 საიტზე Wayback Machine.
  13. Mojo, September 1999 – The Egos Have Landed – www.starfarer.net დაარქივებული 14 March 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  14. Hawkwind Family Tree, Pete Frame 1979. ციტირების თარიღი: 16 November 2017.
  15. Huwey PT Int. ციტირების თარიღი: 16 November 2017.
  16. The Saga of Hawkwind (pp95) – Carol Clerk
  17. micro articles. ციტირების თარიღი: 16 November 2017.
  18. The Trials of Lemmy – NME 1975. motorhead.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 August 2012.
  19. thodoris. Interview:Nik Turner (Hawkwind,Space Ritual,Sphynx,Inner City Unit). Hit Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-28. ციტირების თარიღი: 2017-11-18.
  20. 20.0 20.1 Hawkwind Family Tree, Pete Frame 1979
  21. NME, 12 November 1977 – Hawklord in KGB Wedding Affair – Jon's Attic დაარქივებული 3 October 2006 საიტზე Wayback Machine.
  22. This Is Hawkwind, Do Not Panic, Chapter 6 – Kris Tait
  23. Working Down A Diamond Mine. ციტირების თარიღი: 16 November 2017.
  24. This Is Hawkwind, Do Not Panic, Chapter 7 – Kris Tait
  25. alan daveyhf. ციტირების თარიღი: 16 November 2017.
  26. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  27. [1]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hawkwind&oldid=4632030“-დან