Happy Now — ჯგუფ Take That-ის მესამე სინგლი 2010 წლის სტუდიური ალბომიდან Progress. იგი ჩაიწერა 2010 წლის ზაფხულში, როდესაც ჯგუფში დაბრუნდა ყოფილი წევრი რობი უილიამსი. ვოკალს ასრულებენ რობი უილიამსი და გერი ბარლოუ.

„Happy Now“
სინგლიTake That
ალბომიდან Progress
გამოსვლის თარიღი 18 მარტი 2011
ჩაიწერა Sarm West Studios
Electric Lady Studios
(ნიუ იორკი)
ები-როუდის სტუდია
ჟანრი პოპ-როკი, ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 3:58
ხმისჩამწერი ლეიბლი Polydor
ავტორ(ებ)ი Take That
პროდიუსერი სტიუარტ პრაისი
Take That — სინგლების ქრონოლოგია
„Kidz“
(2011)
Happy Now
(2011)
„Love Love“
(2011)

სინგლი გამოვიდა Comic Relief-ის მიერ მოწყობილი აქციის ფარგლებში, საქველმოქმედო მიზნებით. ამავე აქციას მიეძღვნა სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოც, სადაც ჯგუფის წევრები ასრულებენ ჟიურის წევრთა როლებს, ხოლო მათ სხვადასხვა კლიპის სიუჟეტს სცენაზე Comic Relief-ის მსახიობები განასახიერებენ.

ბრიტანეთში სინგლი გამოვიდა მხოლოდ ციფრული ჩამოტვირთვის სახით, მაგრამ ევროპაში იგი გამოიცა დამატებითი რემიქსების თანხლებით.[1]

სიმღერები რედაქტირება

ევროპული გამოცემა[1][2]
  1. Happy Now (მთავარი ვერსია) - 3:56
  2. Happy Now (საკონცერტო ვერსია) - 3:45
  3. Happy Now (პოლ ოკენფოლდის რემიქსი) - 3:31
  4. Happy Now (ბენი ბენასის რემიქსი) - 3:52
  5. Happy Now (პოლ ოკენფოლდის რემიქსი) - 7:19
  6. Happy Now (ბენი ბენასის რემიქსი) - 7:00
ბრიტანული გამოცემა[3][4]
  1. Happy Now (საკონცერტო ვერსია) - 3:45
  2. Happy Now (მუსიკალური ვიდეო) - 4:44
  3. Happy Now (კულისების სცენები) - 14:18

სქოლიო რედაქტირება