ბრაიან როს ვეიტცი (ინგლ. Brian Ross Weitz, ცნობილი მეტსახელით Geologist; დ. 26 მარტი, 1979) — ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფ Animal Collective-ის წევრი. ის დაკავებულია ხმის ელექტრონული მანიპულაციებით და სემპლებით.

Geologist

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბრაიან როს ვეიტცი
აგრეთვე ცნობილი როგორც Geologist
დაბ. თარიღი 26 მარტი, 1979 (1979-03-26) (45 წლის)
ინსტრუმენტ(ებ)ი ელექტრონიკა, სემპლერები

ვეიტცი გაიზარდა ფილადელფიასა და ბალტიმორში,[1] ამჟამად ის ვაშინგტონში ცხოვრობს.

მეტსახელი Geologist შეარქვეს თავზე დამაგრებული ფარნის გამო, რომელსაც ის კონცერტების დროს ატარებს, რათა თავისი ელექტრონული ინსტრუმენტები დაინახოს.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

Geologist – დისკოგრაფია საიტზე MusicBrainz

სქოლიო რედაქტირება

  1. Animal Collective's Brian Weitz: The New Gay Interview, September 27, 2007
  2. WNYC| WNYC's "Spinning On Air," July 30, 2004, second hour.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Geologist&oldid=3643493“-დან