Fun Lovin' Criminals (ხშირად მოიხსენიებენ აკრონიმით - FLC) — ამერიკული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპისა და ალტერნატიული როკის ჟანრის ჯგუფი ნიუ-იორკიდან. მათ სიმღერებში ხშირად ასახულია ნიუ-იორკის ცხოვრება. ისინი ეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა ორგანიზებული კრიმინალი, წამალი, ძალადობა, სიღარიბე და პოლიტიკა. ყველაზე მეტად ცნობილნი არიან სიმღერით „Scooby Snacks“ რომელშიც გამოყენებულია ხმოვანი ფრაგმენტები კვენტინ ტარანტინოს ფილმებიდან, ასევე პოპულარულები სიმღერით „Love Unlimited“, რომელიც ეძღვნება ბარი უაიტს. ჰიუს გადმოცემით, მათ გაყიდეს 10 მილიონი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით.[1] ჯგუფმა მიიღო მსოფლიო აღიარება, განსაკუთრებით ევროპის ჩრდილო-დასავლეთით, 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც გამოუშვა პირველი ორი ალბომი.

Fun Lovin' Criminals

ჯგუფის კონცერტისას 2005 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი, ალტერნატიული როკი, ჰიპ-ჰოპი, ბლუზი, ჯაზი, ფანკი, განგსტა რეპი
აქტიური 1993 - დღემდე
წევრები ჰიუ მორგანი
ბრაიან ლეიზერი
ფრენკ ბენბინი
ყოფილი წევრები სტივ ბორგოვინი
მაქსველ ჯეისონი
საიტი funlovincriminals.co
Fun Lovin' Criminals ვიკისაწყობში

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჰიუ მორგანი - მუსიკოსი - მისი ცხოვრების შესახებ. YouTube (2009-01-19). ციტირების თარიღი: 2012-05-14.