From Genesis to Revelationინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 1969 წლის მარტში. მისი პროდიუსერია ჯონათან კინგი, რომელიც დარჩა ჯგუფთან დღემდე.

From Genesis to Revelation
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 28 მარტი, 1969
ჩაიწერა აგვისტო, 1968 („Silent Sun“ — 1967 წლის დეკემბერი)
სტუდია Regent Sound Studios, სოჰო, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 43:25
ლეიბლი Decca
პროდიუსერი ჯონათან კინგი
ჯენესისი — ქრონოლოგია
From Genesis to Revelation
(1969)
Trespass
(1970)
სინგლები ალბომიდან From Genesis to Revelation
  1. „The Silent Sun“
    გამოცემის თარიღი: 2 თებერვალი 1968
  2. „A Winter's Tale“
    გამოცემის თარიღი: 10 მაისი 1968
  3. „Where the Sour Turns to Sweet“
    გამოცემის თარიღი: 27 ივნისი 1969
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic2/5 stars[5]
Classic Rock5/10 stars[6]
The Rolling Stone Album Guide3/5 stars[7]

ჩაწერა რედაქტირება

პირველ ეტაპზე ჯგუფში შედიოდნენ პიტერ გებრიელი, ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი და ენტონი ფილიპსი. სესიური მუსიკოსის სახით კოლექტივში ჩნდებოდა სხვადასხვა მოწვეული პიროვნება, რომელიც უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. თავდაპირველად ასეთი იყო კრის სტიუარტი - მისი მონაწილეობით ჩაიწერა ჯგუფის სინგლი The Silent Sun - რომელსაც კომერციული წარმატება არ ჰქონია. იგივე ბედი ხვდა წილად სამი თვის შემდეგ გამოცემულ სინგლს A Winter's Tale. ჯენესისში დასარტყმელ საკრავებზე დაახლოებით ამ პერიოდის შემდეგ უკრავდა ჯონ სილვერი.

წარუმატებლობის გამო, პროდიუსერმა ბიჭებს შესთავაზა, პირველი ალბომის სიმღერები ბიბლიის თემებზე აეგოთ. 1968 წლის აგვისტოში დაიწერა ამ კომპოზიციების ნაწილი. მოგვიანებით ყველაფერი პროფესიონალურად ჩაიწერა სტუდიაში, რასაც ორკესტრიც დაემატა. ჯონათან კინგის ინიციატივით, მოხდა სიმღერების გაერთიანება, ისე რომ მათ შორის პაუზა თითქმის არ იყო. დისკი ამრიგად კონცეფტუალურ სახეს ატარებდა.

From Genesis to Revelation-ის ჟღერადობა ახლოს არის ჯენესისის უფრო გვიანდელ შემოქმედებასთანაც. როდესაც იგი ჩაიწერა, წევრთა ასაკი მერყეობდა 16-დან 18 წლამდე. მიუხედავად ამისა, მათი უმეტესობა თავს უკვე პროფესიონალებად თვლიდა - დაძაბული სტუდიური გრაფიკისა და იმ შრომის გამო, რომელიც მათ ჩადეს ამ ფირფიტის ჩაწერაში. ამასთან, ჯგუფი წლების შემდეგ ასევე დადებით შეფასებას აძლევდა ნაშრომს. მაგალითად, ტონი ბენქსი თვლიდა, რომ In the Wilderness საუკეთესო სიმღერაა, მიუხედავად სიმებიანი ორკესტრისა.

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორები: ტონი ბენქსი, პიტერ გებრიელი, ენთონი ფილიპსი, მაიკ რეზერფორდი, გარდა მითითებულისა

მხარე 1 რედაქტირება

  1. Where the Sour Turns to Sweet – 3:16
  2. In the Beginning – 3:47
  3. Fireside Song – 4:20
  4. The Serpent – 4:40
  5. Am I Very Wrong? – 3:33
  6. In the Wilderness – 3:33

მხარე 2 რედაქტირება

  1. The Conqueror – 3:42
  2. In Hiding – 2:40
  3. One Day – 3:22
  4. Window – 3:35
  5. In Limbo – 3:32
  6. Silent Sun (გებრიელი/ბენქსი) – 2:15
  7. A Place to Call My Own – 2:00
1990 წლის გამოცემის დამატებითი დისკი
  1. A Winter's Tale - 3:31
  2. One-Eyed Hound - 2:31
    • პირველი და მეორე სიმღერის გამოცემა დაგეგმილიყო იყო სინგლი Silent Sun შემდეგ.
  3. That's Me - 2:38
    • სინგლიდანSilent Sun.
  4. Silent Sun (სინგლის ვერსია) - 2:12
  5. Image Blown Out - 2:11
  6. She is Beautiful - 3:46
  7. Try a Little Sadness - 3:18
  8. Patricia - 3:05
    • 5-8 კომპოზიციები ასევე შეტანილია კრებულში Genesis Archive 1967–75.
  9. ინტერვიუ 1 - 1:03
  10. ინტერვიუ 2 - 3:51
  11. ინტერვიუ 3 - 1:54
  12. ინტერვიუ 4 - 3:57
  13. ინტერვიუ 5 - 1:03
  14. ინტერვიუ 6 - 2:19
  15. ინტერვიუ 7 - 0:50
  16. ინტერვიუ 8 - 1:35
  17. ინტერვიუ 9 - 4:25
  18. ინტერვიუ 10 - 0:58
    • ინტერვიუ ჯონათან კინგთან

პერსონალი რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Forgotten First Albums: Rock's 61 Most Overshadowed Debuts (1 მაისი, 2021). ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2021
  2. 2.0 2.1 Eder, Bruce. From Genesis to Revelation. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2018
  3. Forgotten First Albums: Rock's 61 Most Overshadowed Debuts (1 May 2021). ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2021
  4. Molanphy, Chris (31 მაისი, 2019). „The Invisible Miracle Sledgehammer Edition“. Hit Parade | Music History and Music Trivia (Podcast). Slate. https://slate.com/culture/2019/05/genesis-phil-collins-peter-gabriel-charts.html. წაკითხვის თარიღი: 21 აგვისტო, 2023.
  5. Eder, Bruce. Allmusic review. AllMusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2011.
  6. Hotten, Jon (March 2012). „Genesis - From Genesis to Revelation“. Classic Rock (168): 107.
  7. (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327. ISBN 978-0-7432-0169-8. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება