Educare Georgia — საგანმანათლებლო ფონდი საქართველოში.

Educare Georgia
სტატუსი საგანმანათლებლო ფონდი
მიზანი საქართველოს მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო რესურსების ხელმისწვდომობა

ფონდის მიზანია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო დონის განათლება.

ფონდი მუშაობს ისეთ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სკოლებში; ენის ბარიერის პრობლემის გადაწყვეტა; ინტერნეტისა და კომპიუტერის ხელმისაწვდომობის გაზრდა. Educare Georgia აქართულებს თავისი პარტნიორი საგანმანათლებლო პლატფორმების — „ხანის აკადემიისა“ და Code.org-ის — მასალას და ნერგავს მას სკოლებში. ფონდმა დააარსა, ასევე, პროექტი „ჩართე“ — Charte.ge — ონლაინ პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი და ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

საგანმანათლებლო პროექტები რედაქტირება

Educare Georgia-მ გააქართულა პარტნიორი ორგანიზაციების პლატფორმები — Khan Academy („ხანის აკადემია“) და Code.org. გახმოვანდა ათასობით ვიდეო და ითარგმნა მილიონობით სიტყვა ისეთ საგნებში, როგორებიცაა მათემატიკა, კომპიუტერული პროგრამირება, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია და ა.შ. Microsoft-სა და საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით Educare Georgia-მ 2017 წელს საქართველოში პირველად ჩაატარა პროგრამირების კლუბები.

პროექტი „ჩართე“ რედაქტირება

პროექტი „ჩართე” (და მისი საერთაშორისო ანალოგი GiveInternet.org) ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, დაუფინანსოს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება