Ec 135 — მრავალფუნქციური მსუბუქი ვერტმფრენი.

Ec 135
H135
ფუნქცია სატრანსპორტო ვერტმფრენი
წარმოება Airbus Helicopters
შემქმნელი Airbus Helicopters
პირველი გაფრენა 15 ოქტომბერი, 1988[1]
წარდგენა 1996
სტატუსი აქტიური
წარმოების წელი 1995-დღემდე
რაოდენობა 1300 (იანვარი, 2018)[2]
ვარიანტები Eurocopter EC635

ვერტმფრენი EC 135-ის ორი ვერსიაა წარმოებული — „P2i“ და „T2i“ — სხვადასხვა ძრავებით: „Pratt & Whitney“ (P2i) და „Turbomeca“ (T2i).

EC 135 ფრანგი და გერმანელი ავიამშენებლების წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია, რომლებმაც შეავსეს გერმანიის საიმედო ვერტმფრენი „BO 105“ როტორული „Fenestron“-ის ტიპის კუდით, რომელიც შექმნილია ფრანგი ინჟინრების მიერ.

ვერტმფრენის კონსტრუქციაში გამოყენებულია კომპოზიციური ელემენტების დიდი რაოდენობა, რამაც წონის შემცირების ნება დართო და გადაიჭრა ლითონის კოროზიისაგან გამოწვეული პრობლემები.

ვერტმფრენი გამოირჩევა გაუმჯობესებული ოპრაციული შესრულებით; გაზრდილი მაქსიმალური ასაფრენი მასით, დაბალი დონის გარე ხმაურით და სალონში დაბალი ვიბრაციით, ასევე მაღალი მანევრებით.

EC 135 P2i/ T2i აღჭურვილია ძრავების ციფრული მართვის სისტემით „FADEC“.

ვერტმფრენი იდეალურად შეეფერება რუსული მოთხოვნების ექსპლუატაციას. დაბალ ტემპერატურაში, ჰაერის ნაკადის სისტემა ძრავისთვის შექმნილია ისე, რომ ყველაზე ძლიერი ცივი ჰაერი ძრავაში ხვდება თბილი.

მახასიათებლები რედაქტირება

წონის მახასიათებლები
  1. მაქსიმალური გარე ასაფრენი წონა: 2910კგ.
  2. მაქსიმალური შიდა ასაფრენი წონა: 2910კგ.
  3. მშრალი წონა: 1455კგ.
  4. სასარგებლო დატვირთვა: 1455კგ.
  5. მაქსიმალური ასაფრენი წონა სატვირთო: 1360კგ.
  6. მაქსიმალური დატვირთვა საწვავით: 471კგ.
  7. დამხმარე საწვავის ავზი: 89კგ.
  8. საწვავის საშუალო ხარჯი: 209კგ/სთ
ძალური დანადგარი
  1. მწარმოებელი: Turbomeca
  2. მოდელი: Arrius 2B2
  3. რაოდენობა: 2
  4. ასაფრენი სიმძლავრე: 489 კვტ.
  5. კრეისული გაწევა: 457 კვტ.
საფრენოსნო – ტექნიკური მახასიათებლები
  1. ფრენის სიშორე: 635 კმ.
  2. მაქსიმალური სიჩქარე: 287 კმ/სთ
  3. კრეისული სიჩქარე: 254 კმ/სთ
  4. მაქსიმალური ფრენის სიმაღლე: 6095მ.
  5. მაქსიმალური ფრენის დრო: 03:35სთ
სალონი
  1. სიგრძე: 2.99მ.
  2. სიგანე: 1.50მ.
  3. სიმაღლე: 1.26მ.
ვერტმფრენის ზომები
  1. ფიუზელაჟის სიგრძე: 10.21მ.
  2. ფიუზელაჟის სიმაღლე: 3.35მ.
  3. ფიუზელაჟის სიგანე: 1.56მ.
  4. მთავარი როტორის დიამეტრი: 10.2მ.
  5. კუდის როტორის დიამეტრი: 1.00მ.
  • მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა: 4 – 7
  • ეკიპაჟი: 1 – 2
  • საბარგო ადგილის მოცულობა: 0.80მ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ოფიციალური საიტი
  • Eurocopter EC135 გერმანული. RTH.info.
  • Type Certificate Data Sheet. European Aviation Safety Agency (27 ოქტომბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 2018-08-28.
  • Peter Gray (25 ნოემბერი, 2016). „FLIGHT TEST: We run the rule over Airbus Helicopters' H135“. Flight International. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

სქოლიო რედაქტირება

  1. Jane's All The World's Aircraft 2004-2005, Jane's Information Group, 2004. — P. 268-269, 860 p, ISBN 0-7106-2614-2.
  2. Helicopters Airbus Helicopters delivers 1300th helicopter from the H135 family. Airbus (29 იანვარი, 2018).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ec_135&oldid=4538336“-დან