Drepanopterus — ნამარხი გვარი, ევრიპტერიდების რიგისა. ამჟამად შეიცავს 2 სახეობას. Drepanopterus pentlandicus ცნობილია პენტლენდის გორაკების (შოტლანდია) სილურული პერიოდის ნალექებიდან, მეორე სახეობა Drepanopterus abonensis კი სომერსეტის (ინგლისი) ზედა დევონური ნალექებიდან. თავდაპირველად მათ ევრიპტერიდებისაგან დამოუკიდებელ რიგში აერთიანებდნენ, თუმცა დღეისათვის ცხადია, რომ Drepanopterus მიეკუთვნება ქვერიგს Stylonurina, მონათესავე გვართან Hibbertopterus ერთად, რომელიც ასევე ერთიანდება ზეოჯახში Hibbertopteroidea.

Drepanopterus

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ქელიცერიანები
რიგი:  †ევრიპტერიდები
ქვერიგი:  †Stylonurina
ზეოჯახი:  †Hibbertopteroidea
ოჯახი:  †Drepanopteridae
გვარი:  Drepanopterus
ლათინური სახელი
Drepanopterus

სახეობები რედაქტირება

  • D. pentlandicus
  • D. abonensis
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Drepanopterus&oldid=3990299“-დან