Dream Theater — ამერიკული პროგრესული მეტალ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1985 წელს სახელწოდებით „Majesty“. მისი დამაარსებლები იყვნენ მაიკ პორტნოი, ჯონ მაიანგი და ჯონ პეტრუჩი. მიუხედავად იმისა, რომ დრო და დრო შემადგენლობა იცვლებოდა, Dream Theater-ში კვლავ რჩებოდნენ ორიგინალური წევრები. 2010 წელს პორტნოიმ ოფიციალურად დატოვა კოლექტივი, სხვა წევრებთან უთანხმოების გამო.

Dream Theater

ჯგუფი 2020 წელს
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Majesty (1985–1988)
წარმოშობა ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1985–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი dreamtheater.net
Dream Theater ვიკისაწყობში

წლების მანძილზე Dream Theater იქცა წარმატებულ ჯგუფად პროგრესული მეტალის ჟანრში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო Pull Me Under (1992), დღემდე ჯგუფის ჩანაწერები წარმატებით იყიდება.

გარდა ყველაფრისა, Dream Theater ცნობილია იმით, რომ მისი მონაწილეები სხვა პროექტებშიც ჩნდებიან. მაგალითად, ჯონ პეტრუჩი მონაწილეობდა G3-ის პროექტში. მაიკ პორტნოი ამჟამად სუპერჯგუფ Transatlantic-ის წევრია.

2009 წელს ჯგუფის ალბომმა Black Clouds & Silver Linings წარმატება იქონია ბილბორდის საუკეთესო 200-ეულში (#6) და ევროპულ ჩარტში.

25 აპრილს, 2011, ჯგუფმა YouTube-ზე დაიწყო სამეპიზოდიანი დოკუმენტური სერიალი The Spirit Carries On. იგი მიზნად ისახავდა მაიკ პორტნოის ჩანაცვლებას. 2011 წლის 29 აპრილს, Dream theater-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მაიკ მანჯინი მათი ახალი დრამერი იქნებოდა

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Dream_Theater&oldid=4636757“-დან