ნამდვილი ზაფრანა

(გადამისამართდა გვერდიდან Crocus sativus)

ნამდვილი ზაფრანა[1] (ლათ. Crocus sativus) — ბალახოვანი მრავალწლოვანი მცენარე ზამბახისებრთა ოჯახისა. ველურად არ გვხვდება და ადამიანის ჩარევის გარეშე ვერ მრავლდება.[2] მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელ-სანელებლად; მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს — კროცინს.[3] გავრცელებული თეორიის თანახმად, Crocus sativus გამოყვანილია კრეტაზე მინოსის ცივილიზაციის წარმომადგენლების მიერ.[4]

ნამდვილი ზაფრანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ზამბახისებრნი
გვარი:  ზაფრანა
სახეობა:  ნამდვილი ზაფრანა
ლათინური სახელი
Crocus sativus L., 1753

სქოლიო რედაქტირება

  1. მაყაშვილი ა., ზაფრანა (ნამდვილი) // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. Saffron is a monomorphic species as revealed by RAPD
  3. ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 488.
  4. Negbi, M. (ed.). Saffron: Crocus sativus. CRC Press, 1999. ISBN 978-90-5702-394-1.