Crash Test Dummiesკანადური ფოლკ-როკ ჯგუფი უინიპეგიდან (მანიტობა).

Crash Test Dummies

ბიოგრაფია
წარმოშობა უინიპეგი, მანიტობა, კანადა
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
ფოლკ როკი
აქტიური 1988–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Arista, ViK., Deep Fried
წევრები ბრედ რობერტსი
ყოფილი წევრები ელენ რეიდი
დენ რობერტსი
მიტჩ დორჯი
ბენჯამინ დერვილი
საიტი crashtestdummies.com
Crash Test Dummies ვიკისაწყობში

ისტორია რედაქტირება

საფუძველი რედაქტირება

ჯგუფის დაარსების იდეა მომდინარეობს ორი ღამის ბარიდან, რომელიც განლაგებულია ვინიპეგში. ესენია Spectrum Cabaret და Blue Note Cafe, რომელიც კერტის რიდელს ეკუთვნის.

1980-იან წლებში რიდელმა და ბრედ რობერტსმა დააარსეს არც თუ სერიოზული ბარების ბენდი, სახელწოდებით Bad Brad Roberts and the St. James Rhythm Pigs. თუმცა, მოგვიანებით, მათ დაირქვეს Crash Test Dummies. მოგვიანებით ჯგუფის შეუერთდნენ ელენ რეიდი და ბენჯამინ დერვილი. ჯორჯ უესტმა, ჯგუფის თავდაპირველმა ბას გიტარისტმა დატოვა კოლექტივი და მის ადგილას აღმოჩნდა დენ რობერტსი, ბრედის ძმა. რიდელს ჩაენაცვლა ვინს ლემბერტი, რომელმაც ასევე დატოვა ჯგუფი და საბოლოოდ, ადგილი დაუთმო მიტჩ დორჯს. ეს მოხდა დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც გამოიცა ჯგუფის პირველი ალბომი The Ghosts That Haunt Me

ალბომები და წარმატება რედაქტირება

Crash Test Dummies-ის წარმატება მშობლიური კანადის ფარგლებში მალევე მოვიდა, პირველი სტუდიური ალბომის The Ghosts That Haunt Me გამოცემასთან ერთად 1991. ალბომი 400.000 ასლის რაოდენობით გაიყიდა მხოლოდ კანადაში, თუმცა, ეს უფრო წარმატებული სინგლის „Superman's Song“ გამო მოხდა, რომელმაც 1991 წელს ჯგუფს „ჯუნოს“ პრემია მოუტანა (კატეგორიაში „წლის ჯგუფი“).

თუმცა, ალბომამდე God Shuffled His Feet ხუთეულს მსოფლიო მასშტაბით ცოტა თუ იცნობდა. ამერიკულ რადიოსადგურებზე აქტუალური იყო ახალი რადიოფორმატი, რომელიც გულისხმობდა ახალგაზრდობაზე გათვლილი ალტერნატიული როკის როტაციას. სადგურებმა ერთხმად აიტაცეს ახალი სინგლი „Mmm Mmm Mmm Mmm“. ამის შედეგად, 1994 წლისათვის მხოლოდ აშშ ფარგლებით ახალი ალბომის 1 მილიონზე მეტი დისკი გაიყიდა, ჯგუფმა სამი „გრემი“ დაიმსახურა და კიდევ სამი „ჯუნო“. დღემდე God Shuffled His Feet ხუთნახევარი მილიონი ასლის რაოდენობით არის გაყიდული.

1994 წელს გამოიცა ჯგუფის სინგლი „The Ballad of Peter Pumpkinhead“, რომელიც ბრიტანული ალტერნატიული კოლექტივის XTC ამავე სახელწოდების 1992 წლის სინგლის ახალი ვერსია იყო. სიმღერა მოხვდა ფილმში „სულელი და უფრო სულელი“. ეს სიმღერა, რომელშიც უფრო გამოკვეთილია ელენ რეიდის ვოკალი, მოხვდა ბრიტანული ჩარტების #30 ადგილზე, ხოლო კანადაში სინგლს ჰქონდა #1 ჰიტის სტატუსი.

1996 წელს გამოვიდა ჯგუფის მესამე სტუდიური დისკი A Worm's Life. კრიტიკოსების უკმაყოფილების მიუხედავად, მასაც წილად დიდი წარმატება ხვდა. კანადაში მან ერთი თვის განმავლობაში პლატინის სტატუსი მიიღო.

Give Yourself A Hand, მათი მეოთხე ალბომი, გამოიცა 1999 წლის 23 მარტს. ეს ჯგუფისთვის ახალი ჟღერადობის და მუსიკალური სტილის ძიების პერიოდი იყო. ელენ რეიდი აქ მხოლოდ სამ სიმღერაში მღეროდა, ხოლო ბრედ რობერტსი ფალცეტით მღეროდა რამდენიმე სხვა ნომერში. ალბომი უფრო მეტად იყო ორიენტირებული ელექტრონულ მუსიკაზე, ვიდრე ყველა წინა ნამუშევარი.

შემოქმედებითი პაუზის დროს ბენჯამინ დერვილმა პირველმა გამოსცა სოლო ალბომი. ეს იყო პროექტი Son Of Dave, რომელმაც ორი ალბომი ჩაწერა, 01 და B. Darvill's Wild West Show. იგი გამოიცა ბენჯამინის საკუთარ ლეიბლზე Husky Records და ბევრი დადებითი შეფასება მიიღო.

2000-იანები რედაქტირება

2000 წელს ჯგუფის კონტრაქტი კომპანიასთან BMG ამოიწურა. ლეიბლის წინაშე ვალდებულობების უქონლობის ფონზე მათ მშვიდად დაიწყეს მეხუთე სტუდიურ ალბომზე მუშაობა. იმავე წელს ბრედი ავტოავარიაში მოჰყვა, მაგრამ, მძიმე ტრავმის მიუხედავად, გადარჩა. ჰოსპიტალში მან გაიცნო კენტ გრინი, დეივ მორტონი და დენი მაკკენზი. სწორედ მათთან ერთად მან ჩაწერა ალბომის I Don't Care That You Don't Mind რამდენიმე სიმღერა. მოგვიანებით პროექტით დაინტერესდნენ Crash Test Dummies-ის წევრებიც და ბრედის სოლო-ალბომი ჯგუფის მორიგ სტუდიურ დისკად იქცა. ამ ალბომში ისინი დაუბრუნდნენ აკუსტიკურ მუსიკას. ბრედმა იგი პირველ დისკსაც კი შეადარა, თუმცა მისივე თქმით, I Don't Care That You Don't Mind უფრო მეტად ატმოსფერული იყო.

2001 წლის ბოლოს ელენ რეიდმა გამოსცა საკუთარი სოლო-ალბომი Cinderellen. ოდნავ მოგვიანებით გამოვიდა ბრედ რობერტსის ორმაგი ალბომი და დოკუმენტური ფილმი Crash Test Dude (ლეიბლი MapleMusic).

2002 წელს მოულოდნელად სოლო-ალბომი მიტჩ დორჯმაც გამოსცა. ეს იყო As Trees Walking. ამ ალბომზე დორჯმა თავად დაუკრა ყველა sakravze, ყდისთვის რამდენიმე ფოტო გადაიღო და Prairie Music-ის პრემიაც მიიღო, საუკეთესო ინსტრუმენტული დისკის კატეგორიაში.

ბრედმა, დენმა და ელენმა ჯგუფის ახალი ალბომი Jingle All The Way 2002 წლის ბოლოს გამოსცეს. ეს არის დისკი საშობაო სიმღერებით, რომელზეც მსმენელები დიდი ხნის განმავლობაში ბჭობდნენ და იცოდნენ, რომ ჯგუფი განსხვავებულ პროექტს ამზადებდა.

2003 წელს გამოვიდა ალბომი Puss 'n' Boots. ისევე, როგორც I Don't Care, ალბომი ჩაფიქრებული იყო, როგორც ბრედის სოლო დისკი. სტიუარტ კამერონთან ერთად დაწერილი 30 სიმღერიდან შეარჩიეს მხოლოდ 13. ელენმა შეასრულა დამატებითი ვოკალური პარტიები, დენმა კი ბას-გიტარაზე დაუკრა, თუმცა, სხვა საკრავებზე დამატებითი მუსიკოსები უკრავდნენ.

ჯგუფის შემდეგი ალბომი Songs of the Unforgiven, რიგით მერვე მის დისკოგრაფიაში, გამოვიდა 2004 წელს.

2010-იანები რედაქტირება

2006 წლის 6 აგვისტოს ჯგუფის ოფიციალურ საიტზე ბრედ რობერტსმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჯგუფმა ასე თუ ისე, დაასრულა საკონცერტო ტურნე და იგი მუშაობდა ახალ ალბომზე. ბრედის თქმით, ახალი ჩანაწერები აგრეთვე გავრცელდებოდა ინტერნეტის მეშვეობითაც.

2007 წლის 10 მაისს ინტერნეტში გამოჩნდა სინგლი „It's a Small Town“, რომელიც საქველმოქმედო მიზნით დაიწერა.

2007 სექტემბერში ჯგუფის საიტს დაემატა სპეციალური პოდკასტი, რომელიც მიზნად ისახავდა ჯგუფის საუკეთესო სიმღერების კომპილაციის რეკლამას.

შემდეგი ალბომი, Oooh La La!, გამოვიდა 2010 წელს. მას წილად ხვდა ძირითადად დადებითი შეფასებები.

2016 წელს გამოვიდა სინგლი „Promised Land“, ჩაწერილი მარკ კროზერის, მარკ მისტირიოს და Crash Test Dummies-ის მიერ – უკანასკნელის ისტორიაში პირველი ახალი ჩანაწერი რამდენიმეწლიანი უმოქმედობის შემდეგ.

ჯგუფის წევრები ამჟამად დაკავებულები არიან საკუთარი სოლო-შემოქმედებით. ბრედ რობერტსმა 2016 წლის 18 მაისს გამოსცა სინგლი „I'll Be Peaceful Then“.[1]

ჯგუფის წევრები რედაქტირება

ყოფილი წევრები
  • ელენ რეიდი – ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, აკორდეონი (1988–2012)
  • დენ რობერტსი – ბასი, ბეკ-ვოკალი (1988–2004, 2010)
  • ბენჯამინ დერვილი – ჰარმონიკა, პერკუსია, გიტარა, მანდოლინა (1988–2000)
  • მიტჩ დორჯი – დასარტყმელები (1991–2002, 2010)
  • ვინს ლამბერტი – დასარტყმელები (1988–1991)
  • კერტის რიდელი – დასარტყმელები (1988)
  • ჯორჯ უესტი – ბასი (1988)
ტურნეს მუსიკოსები
  • სტიუარტ კამერონი – გიტარა, ბეკ-ვოკალი (2001–დღემდე)
  • მარი პულვერი – გიტარა, ბეკ-ვოკალი (1996–2000, 2010–დღემდე)
  • ჯეიმზ რეიდი – გიტარა, ბეკ-ვოკალი (2010)
  • კაივა – კლავიშებიანი საკრავები (1993–1995)
  • რეი კობერნი – კლავიშებიანი საკრავები (1999–2000)

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

სინგლები რედაქტირება

წელი სიმღერა ბილბორდის ცხელი 100-ეული თანამედროვე როკ სიმღერები მეინსტრიმული როკის სიმღერები აშშ სინგლების რეიტინგები ალბომი
1991 Superman's Song #56 - - - The Ghosts That Haunt Me
1991 Androgynous - - - - The Ghosts That Haunt Me
1991 The Ghosts That Haunt Me - - - - The Ghosts That Haunt Me
1991 The First Noel - - - - A Lump of Coal
1993 Mmm Mmm Mmm Mmm #4 #1 #25 #2 God Shuffled His Feet
1993 Swimming in Your Ocean - - - - God Shuffled His Feet
1994 Afternoons & Coffeespoons #66 - - #23 God Shuffled His Feet
1994 God Shuffled His Feet - - - - God Shuffled His Feet
1995 The Ballad of Peter Pumpkinhead - - - #30 Dumb and Dumber
1996 He Liked to Feel It - - - - A Worm's Life
1997 My Own Sunrise - - - - A Worm's Life
1999 Keep a Lid on Things - - - - Give Yourself a Hand
1999 Get You in the Morning - - - - Give Yourself a Hand
2001 Every Morning - - - - I Don't Care That You Don't Mind
2001 The Day We Never Met - - - - I Don't Care That You Don't Mind

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Crash Test Dummies singer Brad Roberts glad to be back touring. CBC. ციტირების თარიღი: 2015-05-31.