Clojure (გამოითქმის როგორც "closure"[2]) არის ლისპისნაირი პროგრამირების ენის თანამედროვე დიალექტი, შექმნილია რიჩ ჰიკეის მიერ. იგი არის საერთო დანიშნულების პროგრამირების ენა, ინტერაქტიული პროგრამირების მხარდაჭერით, უბიძგებს ფუნქციური პროგრამირება სტილის გამოყენებას, და აადვილებს მრავალსრედიან პროგრამირებას.

Clojure
პარადიგმა ფუნქციური, მრავალპარადიგმული
გამოქვეყნების თარიღი 2007
შემქნელი რიჩ ჰიკეი
სტაბილური ვერსია 1.3 (23/09/2011)
ბოლო ვერსია 3.1
ტიპის მინიჭების დისციპლინა ძლიერი, დინამიური
ენების ზეგავლენით ქომონ ლისპი, სქემე, პროლოგი, ML, ჰასკელი, ერლანგი[1]
პლატფორმა JVM, CLR
ლიცენზია Eclipse Public License
საიტი http://clojure.org

Clojure-ი ფუნქციონირენს Java Virtual Machine-ზე, Common Language Runtime-ზე და აგრეთვე შესაძლოა მისი ჯავასკრიპტში გადაყვანა. როგორც სხვა ლისპისნაირი ენები, Clojure-ი ამუშავებს კოდს მონაცემებისნაირად და აქვს ძლიერი მაკრო სისტემა.

ისტორია რედაქტირება

რიჩ ჰიკეი არის Clojure პროგრამირების ენის შემქნელი. Clojure-ამდე მან შექმნა dotLisp-ი, მსგავსი პროექტი რომელიც იყენებდა .NET პლატფორმას. ჰიკეი არის პირადი პროგრამისტი და კონსულტანტი 20 წლის გამოცდილობით. Clojure-ის შექმნას მოანდომა 2½ წელი, მან ეს სპონსორის გარეშე გააკეთა. როცა მზად იყო, თავისი ნაშრომი მის Common Lisp საზოგადოების ამხანაგებს ელ.წერილით გააცნო.

ფილოსოფია რედაქტირება

ჰიკეიმ Clojure იმიტომ შექმნა რომ მას უნდოდა თანამედროვე ლისპი რომელსაც ექნებოდა ჯავას პლატფორმის მხარდაჭერა, და შექმნილია თანადროული შესრულებისთვის.[3][4]

სინტაქსი რედაქტირება

როგორც სხვა ლისპის ტიპურ ენებში, Clojure-ის სინტაქსი არის დაყრდნობილი S-expression-ებზე რომლებიც არიან სინტატიკურად ანალიზირებულნი მონაცემთა სტრუქტურებში სანამ იგი კომპილირებული იქნება. Clojure-ი არის lisp-1, და მისი მიზანი არ არის რომ წყარო კოდი შეთავსებადი იყოს სხვა ლისპ დიალექტებთან.

მაგალითები რედაქტირება

Hello world:

(println "Hello, world!")

ფუნქციის გამოცხადება:

(defn square [x]
  (* x x))

Hello World-ი გრაფიკული ინტერფეისით Java Swing ბიბლიოთეკის მეშვეობით:

(javax.swing.JOptionPane/showMessageDialog nil "Hello World" )

დაცული სრედიანი სერიული ნომრების შემქნელი (სხვა ლისპის დიალექტების მსგავსად, Clojure-ს მოყვება gensym ფუნქცია ამისთვის):

(let [i (atom 0)]
  (defn generate-unique-id
    "Returns a distinct numeric ID for each call."
    []
    (swap! i inc)))

ანონიმური java.io.Writer-ს ქვეკლასი რომელიც არაფერს არ წერს, და მაკრო რომელიც საბეჭდავ ფუნქციას "უჩინაჩარს" ხდის :

(def bit-bucket-writer
  (proxy [java.io.Writer] []
    (write [buf] nil)
    (close []    nil)
    (flush []    nil)))

(defmacro noprint
  "Evaluates the given expressions with all printing to *out* silenced."
  [& forms]
  `(binding [*out* bit-bucket-writer]
     ~@forms))

(noprint
  (println "Hello, nobody!"))

სქოლიო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Clojure&oldid=4525684“-დან