Christmas Lights — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა. იგი ციფრულად ჩამოსატვირთი სინგლის სახით გამოიცა 2010 წლის 1 დეკემბერს, ხოლო მისი მუსიკალური ვიდეო, რომლის ავტორია რეჟისორი მეტ უაიტკროსი, გამოვიდა დეკემბრის ბოლოს.

„Christmas Lights“
სინგლიColdplay
გამოსვლის თარიღი 1 დეკემბერი, 2010
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:02
ხმისჩამწერი ლეიბლი Capitol, Parlophone
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი
პროდიუსერი ბრაიან ინო, Coldplay, რიკ საიმონი
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„Strawberry Swing“
(2009)
Christmas Lights
(2010)
„Every Teardrop is a Waterfall“
(2011)

სინგლი მოხვდა ბილბორდის ჩარტის 100-ეულში (#25) და ციფრულ ჩარტში (#12).

სიმღერები რედაქტირება

  • Christmas Lights – 4:02

მუსიკალური ვიდეო რედაქტირება

 

ვიდეოზე საუბრები მის ოფიციალურად გამოშვებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო კლიპის ოქსფორდის ქუჩაზე გადაღება, ვინაიდან ეს ადგილი ნახსენებია სიმღერის ტექსტში. ასევე დაგეგმილი იყო The Beatles-ის All You Need Is Love-ის სტილის ვიდეოც შექმნა (ჯგუფისა და მისი მეგობრების სტუდიაში თავმოყრით). მაგრამ Coldplay ახალ ალბომზე მუშაობდა და სტუდიაში ხალხის თავმოყრა ჩანაწერის შექმნის პროცესს დაარღვევდა. ასევე დაგეგმილი იყო უილსდენის მუსიკალური დარბაზის გამოყენება. საბოლოოდ დიზაინერ მისტი ბაკლის დახმარებით არჩეული იქნა საუთ ბენკი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება