Epoch Cassette Vision (იაპონ. カセットビジョン) — 8 ბიტიანი მეორე თობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Epoch Co.-ის მიერ 1981 წლის 30 ივლისს. მოგვიანებით Epoch Co.-მა გამოუშვა კონსოლის დაბალფასიანი სახეშეცვლილი ვერსია Cassette Vision Jr.[2], რომელსაც გააჩნდა მოხსნადი კონტროლერი.

Cassette Vision
მწარმოებელი Epoch Co.
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 30 ივლისი, 1981[1]
თავდაპირველი ფასი 13,500 იაპონური იენა
შეწყდა 1984
გაიყიდა 400,000
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი µPD7801G
შემდეგი Super Cassette Vision

ტერმინი cassette (კასეტა) იაპონურად სათამაშო კარტრიჯის სინონიმს წარმოადგენს, რომელსაც კავშირი არ აქვს კომპაქტ-კასეტასთან. მას გაჩნია უჩვეული კონტროლერი — ოთხი ცალი ამობურცული სატრიალა, რომელიც ზედ კონსოლზე არის განთავსებული.[3] თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო — არსებობის ისტორიაში სულ 12 ერთეული თამაში გამოვიდა.[4]

მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 13,500 იაპონურ იენას. Cassette Vision იაპონიაში ყველაზე გაყიდვადი კონსოლის პოზიციას იკავებდა,[5] რომელსაც დაახლოებით იაპონური კონსოლების ბაზრის 70 პროცენტი ეკავა (საერთო ჯამში გაიყიდა 400,000 ასლი),[6] მაგრამ Nintendo-ს, Casio-ს და Sega-ს ახალი თაობის სისტემების გამოჩენის შემდეგ Cassette Vision-ის პოპულარობამ შესამჩნევად იკლო. შედეგად 1984 წელს Epoch-მა შეწყვიტა Cassette Vision-ის წარმოება და იმავე წელს სწრაფად წარმოადგინა მორიგი პროდუქტი Super Cassette Vision.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Release Date. GameFAQs. ციტირების თარიღი: 2013-10-06.
  2. Epoch Cassette Vision (1981 – 1984). obsoletemedia.org. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2017.
  3. Cassette Vision. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2017.
  4. Epoch Cassette Vision. Old-Computers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-14. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2017.
  5. 株式会社 エポツク杜 堀江正幸氏 (pg. 9) იაპონურად (1998). ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2017.
  6. 株式会社 エポツク杜 堀江正幸氏 (pg. 9) იაპონურად (1998). ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2017.