Canon EOS 400 D (ცნობილი, როგორც Canon EOS Digital Rebel XTi აშშ-ში და Canon EOS Kiss X - იაპონიაში) — Canon-ის EOS სერიის ციფრული სარკული ფოტოაპარატი განკუთვნილია არაპროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის და მოყვარულთათვის. მისი წინა მოდელი იყო EOS 350D, ხოლო მომდევნო არის EOS 450.

Canon EOS 400 D

Canon EOS 400 D წარმოებაში გაეშვა 2006 წლის 24 აგვისტოს. იგი წარმოადგენს ერთობიექტივიან ციფრულ სარკულ (SLR) კამერას, 10,1 მპ გაფართოების მგძნობიარე (CMOS) მატრიცით.

ტექნიკური მონაცემები რედაქტირება

  • სენსორი: 10,1 მპ 22,2×14,8 მმ
  • სურათის მაქსიმალური ზომა : 3888 × 2592
  • პროცესორი: DIGIC II
  • სერიული გადაღება: 3 კადრი/წამში - 27 კარდი სერიაში JPEG ფორმატში და 10 კადრი RAW ფორმატში
  • ეკრანის ზომა : 2,5" - 230,000 pix
  • მგძნობიარობა : ISO 100-1600 (16-3200 CHDK გამოყენების შემთხვევაში)
  • 9-წერტილიანი ავტოფოკუსი (ისეთივე როგორიც EOS 30D)
  • USB 2.0
  • წონა ობიექტივის გარეშე : 510გრ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: