c-კვარკი (ინგლ. Charm quark < Charm — „მომხიბვლელობა“; აღნიშვნა: c) — ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი, კვარკი. შედის ფერმიონების მეორე თაობის ჯგუფში, აქვს მუხტი +(2/3)e.

c-კვარკი
ინგლ. Charm quark
შემადგენლობა ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი
ოჯახი ფერმიონი
ჯგუფი კვარკი
თაობა მეორე
მონაწილეობს ურთიერთქმედებებში ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული
სიმბოლო c
ანტინაწილაკი c-ანტიკვარკი (c)
თეორიულად დაამტკიცა ჯეიმს მიორკენმა და შელდონ გლაშოუმ (1964)
შელდონ გლაშოუმ, იოანის ილიოპულოსმა და ლუჩიანო მაიანმა (1970)
აღმოჩენილია

(SLAC, 1974)
სამუელ ჩაო ჩუნგ ტინგი (BNL, 1974)

Burton Richter et al. (SLAC, 1974)
მასა მევ/c²
იშლება სტაბილურია ან u-კვარკი + +
მუხტი
მუხტის ფერადობა r, g, b
სპინი
სუსტი იზოსპინი LH: , RH: 0
სუსტი ჰიპერმუხტი LH: , RH:

როგორც ყველა კვარკი, ის მონაწილეობს ოთხივე სახის ურთიერთქმედებაში: ძლიერში, სუსტში, ელექტრომაგნიტურსა, გრავიტაციულში. ცოდნის ამჟამინდელ დონეზე, c-კვარკი არის უსტრუქტურო ნაწილაკი, ანუ ფუნდამენტური, ისევე როგორც სხვა კვარკები და ლეპტონები.

c-კვარკის არსებობა (უკვე ცნობილი u, d და s-ის შემდეგ) იწინასწარმეტყველეს 1970 წელს შელდონ გლაშოუმ, იოანის ილიოპულოსმა და ლუჩიანო მაიანმა[1]. ის პირველად აღმოაჩინეს 1974 წელს J/ψ ნაწილაკის აღმოჩენის შედეგად SLAC-ში ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბარტონ რიხტერი[2] და BNL-ში ჯგუფის მიერ სამუელ ჩაო ჩუნგ ტინგის ხელმძღვანელობით[3]. BNL ჯგუფმა დაარქვა ახალ ნაწილაკს J, SLAC ჯგუფმა შესთავაზა სახელი ψ. ნაწილაკების სახელზე ხანმოკლე კამათის შემდეგ მიიღეს კომპრომისული ვარიანტი — J/ψ. ეს ეგრეთ წოდებული ფარული მომხიბვლელი ნაწილაკი (charmonium) შედგება მომხიბვლელი კვარკისა და ანტიკვარკისგან.

სქოლიო რედაქტირება

  1. Glashow S. L., Iliopoulos J., Maiani L. Weak Interactions with Lepton-Hadron Symmetry (англ.) // Phys. Rev. D. — 1970. — Vol. 2, no. 7. — P. 1285—1292. — doi:10.1103/PhysRevD.2.1285. — Bibcode: 1970PhRvD...2.1285G
  2. Augustin J.-E. et al. Discovery of a Narrow Resonance in e+e− Annihilation (англ.) // Phys. Rev. Lett.. — 1974. — Vol. 33, no. 23. — P. 1406—1408. — doi:10.1103/PhysRevLett.33.1406. — Bibcode: 1974PhRvL..33.1406A
  3. Aubert J. J. et al. Experimental Observation of a Heavy Particle J (англ.) // Phys. Rev. Lett.. — 1974. — Vol. 33, no. 23. — P. 1404—1406. — doi:10.1103/PhysRevLett.33.1404. — Bibcode: 1974PhRvL..33.1404A