Black Sabbath — პირველი ინგლისური მძიმე-მეტალ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბირმინგემში, 1968 წელს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ოზი ოსბორნი (ვოკალი), ტონი აიომი (გიტარა) და გიზერ ბატლერი (ბას გიტარა). წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობის ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად Black Sabbath არსებობდა ჯგუფის „Earth“ სახით, რომელიც ბლუზ-როკს უკრავდა. მაგრამ დროთა განმავლობაში კოლექტივის ტექსტებს ოკულტური ტექსტების გავლენა დაეტყო, ხოლო გიტარებმა შესამჩნევი უხეში ჟღერადობა შეიძინეს. Black Sabbath-ად გარდაქმნილი შემადგენლობა 1970-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღეისათვის იგი ითვლება მძიმე მეტალის ერთ-ერთ დამაარსებლად.

Black Sabbath

ჯგუფი 1970 წელს. მარცხნიდან: გიზერ ბატლერი , ტონი აიომი, ბილ უორდი და ოზი ოსბორნი
ბიოგრაფია
წარმოშობა ბირმინგემი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი[1]
აქტიური 1968–2017 (უმოქმედობა: 1984–1985, 1996–1997, 2006–2011)
ლეიბლ(ებ)ი
ყოფილი წევრები იხილეთ შემადგენლობა
საიტი blacksabbath.com
Black Sabbath ვიკისაწყობში

1979 წლიდან ოზი ოსბორნი წასული იყო Black Sabbath-ის შემადგენლობიდან. იგი შეცვალა რონი ჯეიმზ დიომ, ჯგუფ „რეინბოუს“ ვოკალისტმა. წლების განმავლობაში მთავარ ვოკალებს ასევე ასრულებდნენ იენ გილანი, გლენ ჰიუზი და ტონი მარტინი. 1997 წელს კვლავ შეიკრიბა ორიგინალური შემადგენლობა (ოსბორნთან ერთად) და ტურნეს შემდეგ გამოსცა საკონცერტო ალბომი Reunion, ხოლო მასში შეტანილი „Iron Man“, რომელიც პირველად ალბომზე Paranoid გამოჩნდა, გახდა „გრემის“ მფლობელი.

უკანასკნელ პერიოდში, დიოს გარდაცვალებამდე, ჯგუფის წევრები ბატლერი და დიო დაკავებულები იყვნენ პროექტით Heaven & Hell. 2011 წლის 11 ნოემბერს, ჰოლივუდში, კლუბში Whisky a Go Go შედგა ჯგუფის ორიგინალურ წევრთა პრეს-კონფერენცია. Black Sabbath-მა გააჟღერა ოფიციალური ინფორმაცია გაერთიანების შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტონი აიომი მკურნალობდა ლიმფომას, ხოლო ბილ უორდმა (დასარტყმელი საკრავები) უარი თქვა ტურნეში მონაწილეობაზე არახელსაყრელი კონტრაქტის გამო. Black Sabbath-ის მე-19 სტუდიური ალბომი 13, ჩაწერილი სამი წევრის მიერ, გამოვიდა 2013 წლის ივნისში.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

შემადგენლობა რედაქტირება

ორიგინალური წევრები
საკონცერტო პერსონალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Tom Larson (2004). History of Rock and Roll. Kendall/Hunt Pub., გვ. 183–187. ISBN 978-0-7872-9969-9. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Black_Sabbath&oldid=4628153“-დან