BRICS-ის XIV სამიტი COVID-19-ის პანდემიის გამო ჩინეთის დედაქალაქ პეკინში შეხვედრის მაგივრად ვიდეოკონფერენციის სახით შედგა 2022 წლის 2324 ივნისს შედგა[1].

BRICS-ის 2022 წლის შემადგენლობა:

  1. ბრაზილიის დროშა ბრაზილია — პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ,
  2. რუსეთის დროშა რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
  3. ინდოეთის დროშა ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
  4. ჩინეთის დროშა ჩინეთი — თავჯდომარე სი ძინპინი,
  5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სარ — პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.

სამიტის თემა: „სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ასოციაციის ფარგლებში“.

BRICS-ის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა გაცვალეს მოსაზრებები ხუთმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, შეაჯამეს წელს ჩინეთის BRICS-ის თავმჯდომარეობის შედეგები. ლიდერებმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს. ფორუმის დღის წესრიგი დღეს ყველაზე აქტუალური საკითხებით იყო სავსე: ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გლობალური ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ციფრული ეკონომიკაში თანამშრომლობის დამყარება, მწვანე დღის წესრიგის ხელშეწყობა, ინდუსტრიის მოდერნიზაცია და ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჯაჭვების შექმნა.

ღონისძიების შედეგად მიღებულ იქნა BRICS-ის XIV სამიტის პეკინის დეკლარაცია.

მეორე გაფართოება რედაქტირება

2022 წლის 19 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ შესთავაზა BRICS ჯგუფის გაფართოება, რომელშიც ამჟამად შედის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა[2].

2022 წლის 27 ივნისს არგენტინამ[3] და ირანმა[4] განაცხადეს BRICS-ში გაწევრიანების შესახებ.

2022 წლის 14 ივლისს BRICS-ის საერთაშორისო ფორუმის პრეზიდენტმა პურნიმუ ანანდმა გამოაცხადა თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის სურვილი გახდნენ BRICS-ის წევრები[5].

2022 წლის 7 ნოემბერს ალჟირმა შეიტანა ოფიციალური განცხადება BRICS ჯგუფში გაწევრიანების შესახებ[6].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება