BMW M6 — მაღალტექნოლოგიური სპორტული ავტომანქანა, რომელიც შემუშავებულია მსხვილი გერმანული საავტომობილო კომპანია BMW-ს მიერ.

BMW M6
ბმვ M6 კუპე
მიმოხილვა
ტიპი კუპე
წარმოება 2005-2010
გამომშვები ქვეყანა გერმანია
სხეული და შასი
კლასი გრენ ტურიზმო
პლატფორმა E63
ტრანსმისია
ძრავი 5.0 ლ V10
საწვავის ტევადობა 70 ლ
სიმძლავრე 507 ცხ.ძ.
ზომები
სიგრძე 4871
სიგანე 1855
სიმაღლე 1372
წონა 1710 კგ

E24 M635CSi/M6 რედაქტირება

BMW M6 პირველი თაობა წარმოდგენილი იყო 1983 წლის სექტემბერს ფრანკფურტის ავტოსალონში. ავტომობილს გააჩნდა Е24 ძარა, 6-ცილინდრიანი ძრავით (M88/3), 3453 სმ³ მოცულობითა და 286 ცხ.ძ.-ით. 1987 წლიდან იგი იწარმოებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მიიღო შემოკლებული სახელწოდება – М6[1].

1989 წლის აპრილში შეწყდა M635 CSi (М6) ავტომანქანის წარმოება.

E63 M6 რედაქტირება

1989 წლიდან დაწყებული М6 წარმოება დიდი ხნით გადაიდო, კერძოდ კი 2005 წლამდე. სწორედ 2005 წლიდან დაიწყო თანამედროვე მე-2 თაობის სუპერთანამედროვე ავტომანქანის წარმოება, რომელსაც BMW 6 სერიის ექსტერიერი გააჩნია.

ახალი თაობის bmw m6-ს გააჩნია სპორტული ხასიათის ტყავის სავარძლები და ელექტრული რეგულატორები. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მანქანის წონაც. საერთო ჯამში bmw m6-ის წონა მხოლოდ 1710 კგ-ია.

აღსანიშნავია მეტად ძლიერი ხუთლიტრიანი V10 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 507 ცხ.ძ. 100 კმ/სთ განვითარებისთვის BMW M6 მხოლოდ 4.5 (4.6) წამი სჭირდება, რაც საკმაოდ კარგ რეზულტატად შეიძლება ჩაითვალოს. M6 სპიდომეტრი 330 კმ-ს უჩვენებს, რაც ახდენს ამ ავტომანქანის ძირითად პოტენციალს. თუმცა მანქანის სიჩქარე ელექტრონიკით შემოსაზღვრულია მხოლოდ 250 კმ/სთ-ით.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Oswald, Werner (2001). Deutsche Autos 1945-1990. Stuttgart: Motorbuch Verlag, გვ. 241. ISBN 3-613-02131-5. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BMW_M6&oldid=4108099“-დან