ვარსკვლავა[1] (ლათ. Astrantia major) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა (Apiaceae) ოჯახისა. იზრდება ერთეულად ან კორომებად, სწორმდგომი, ნაკლებად დატოტვილი 30-70 სმ სიმაღლის ღეროთი. ფოთოლი ბაზალური, დაკბილული, ყვავილი ვარსკვლავისებრი ქოლგისებრი თავაკია, თეთრი, მოწითალო ვარდისფერი ან მეწამული.

ვარსკვლავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ვარსკვლავა
სახეობა:  Astrantia major
ლათინური სახელი
Astrantia major L., 1753

გავრცელებულია ევროპასა და აზიის სუბალპურ და ალპურ ველებსა და ტყისპირებზე. გამხმარი სახით მთის სოფლებში იყენებდნენ ჩაიდ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Die große Pflanzen-Enzyklopädie, Bd.1., S. 154.

სქოლიო რედაქტირება

  1. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 170.