Amusing Ourselves to Death: Public Discourse in the Age of Show Business (1985) — ნილ პოსტმენის წიგნი. მისი ტექსტი მომდინარეობს პოსტმენის დისკუსიიდან, რომელიც ავტორმა გამართა 1984 წელს, ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე. იგი მონაწილეობდა ჯორჯ ორუელის „1984“-ისა და თანამედროვე სამყაროს განხილვაში. წიგნის წარდგენისას პოსტმენი ამტკიცებდა, რომ თანამედროვე სამყარო უფრო კარგად არის ასახული ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი მსოფლიო“, რომელშიც კაცობრიობა კონტროლდება გართობით და არა „1984“, რომელშიც კაცობრიობას აკონტროლებენ მთავრობები.

„Amusing Ourselves to Death: Public Discourse in the Age of Show Business“

ავტორი ნილ პოსტმენი
ენა ინგლისური
თემა მედიის ეკოლოგია
გამომცემელი Methuen Publishing
გამოცემის თარიღი 1985 (1985)
მედია დაბეჭდილი, ელექტრონული წიგნი
გვერდი 208 (2005 წლის Penguin Books-ის ახალი გამოცემა რბილი ყდით)
ISBN 978-0143036531

წიგნი გამოიცა რვა ენაზე და გაიყიდა 200.000 ასლის ოდენობით. 2005 წელს პოსტმენის შვილმა ენდრიუმ წიგნი ხელახლა გამოსცა. Amusing Ourselves to Death ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემას, რომელიც მედიის ეკოლოგიას მიმოიხილავს.[1]

1992 წელს როჯერ უოტერსის მიერ გამოიცა ალბომი Amused to Death, რომელიც ნაწილობრივ დაიწერა პოსტმენის წიგნის გავლენით.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-02. ციტირების თარიღი: 2013-10-04.
  2. http://articles.latimes.com/1992-09-13/entertainment/ca-1503_1_roger-waters-dark-side