Amnesiac — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მეხუთე ალბომი, რომელიც 2001 წლის 5 ივნისს გამოვიდა. იგი ჩაიწერა პროდიუსერ ნაიჯელ გოდრიჩის ხელმძღვანელობით.

Amnesiac
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 5 ივნისი, 2001
ჩაიწერა იანვარი 1999 – 2000 წლის ბოლომდე
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 43:55
ლეიბლი Parlophone, Capitol
პროდიუსერი Radiohead, ნაიჯელ გოდრიჩი
Radiohead — ქრონოლოგია
Kid A
(2000)
Amnesiac
(2001)
I Might Be Wrong: Live Recordings
(2001)
სინგლები ალბომიდან Amnesiac
  1. „I Might Be Wrong“
    გამოცემის თარიღი: 2001
  2. „Pyramid Song“
    გამოცემის თარიღი: 16 მაისი, 2001
  3. „Knives Out“
    გამოცემის თარიღი: 6 აგვისტო, 2001
  4. „You and Whose Army?“
    გამოცემის თარიღი: 2001 (პრომო)
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic75/100 [1]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3.5/5 stars[2]
რობერტ კრისტგოუ(3 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(4 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(4 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)[3]
Entertainment WeeklyC+[4]
The Guardian4/5 stars[5]
NME8/10
Pitchfork Media9.0/10[6]
Rolling Stone3.5/5 stars [7]
Slant Magazine3.5/5 stars[8]
Sputnikmusic5/5 stars[9]
Spin7/10[10]

ისტორია რედაქტირება

ჩრდ. ამერიკაში მოწყობილი ტურების დროს Radiohead ალბომის Kid A გარდა ასრულებდა იმ სიმღერებს რომლებიც გამოშვებული არ ჰქონდა. სწორედ ამ კომპოზიციებმა უბიძგეს ჯგუფს ახალი ალბომის ჩაწერისკენ, რომელშიც Kid A-ს სესიების დროს შექმნილი კომპოზიციები შევიდოდა. ასეც მოხდა — 2001 წლის ივნისში გამოსული Amnesiac სწორედ ამ ტრეკებით იქნა დაბოქს-სეტებული. მიუხედავად იმისა რომ Amnesiac წინა ალბომის მსგავსად და გაგრძელებად ითვლება, (მაგალითად, ორივე ალბომში შესული “Morning Bell” რომელიც განსახვავებული ინტერპეტაციითაა წარმოდგენილი )მისი სტილი მაინც განსხვავებულია – აქ ვანგარდულ ელექტრონიკას და არტ-როკს უფრო მეტი ჯაზის ელემენტები ემატება, რაც სიმღერის მელოდიურობას უზრუნველყოფს. ორივე ფსიქოდელიურ ალბომში გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ჯონი გრინვუდის XX საუკუნის კლასიკური მუსიკით.

თავად ტომ იორკმა ალბომის ძირითადი არსი და სათაურის ქვეტექსტი შემდეგნაირად განმარტა: “მე წავიკითხე თუ რად მიაჩნდათ აგნოსტიკოსებს ადამიანის დაბადება – როდესაც ვიბადებით, გვაიძულებენ დავივიწყოთ საიდან მოვდივართ, რათა ის ტრავმა გადავიტანოთ რაც ჩვენს ამქვეყნად მოვლინებას ახლავს თან. ეს აზრი მართლა მომეწონა. რაღაც დავიწყებათა მდინარეს ჰგავს. შეიძლება [ეს ალბომი] იმავე დროს ჩაიწერა .... მაგრამ სულ სხვაგვარი წარმოშობა აქვს. ეს იმას ჰგავს, როცა ძველისძველ ზანდუკს იპოვი ვიღაცის სხვენზე და არც ის ადგილი გახსოვს კარგად, რომლისკენაც მინიშნებებს, რუკებს, ნახატებსა თუ დახასიათებებს მიჰყავდი”. სწორედ აქედან მოდის ალბომის სათაური “Amnesiac” - მის გარეკანზე კი ტომ იორკის ნახატია აღბეჭდილი. ალბომი მიეძღვნა “ნოას და ჯემის” – ტომ იორკისა და ფილ სელუეის შვილებს, რომლებიც Kid A-სა და Amnesiac-ს ჩაწერის შორის დაიბადნენ.

1997 წლის შემდეგ Radiohead-მა პირველად გამოუშვა სინგლი სახელწოდებით “Pyramid Song” რომელიც პიანინოზე შესრულებულ ბალადას წარმოადგენს. სინგლმა ბრიტანეთის საუეკეთესო ათეულში #5 პოზიცია დაიკავა, რასაც სულ მალე გიტარაზე შემქნილი “Knives Out” დაემატა. მართალია ალბომს ერთხაზოვნების დარღვევისა და უსაზღვრო მუსიკალური თავისუფლებისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ მან მაინც დაიმსახურა კრიტიკოსთა აღიარება, ისევე როგორც კომერციული მოგება. Amnesiac-ს გამოშვების შემდეგ, ჯგუფმა მსოფლიო ტური წამოიწყო ჩრდ. ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში. ასევე ამ პერიოდში გამართეს ზაფხულის მინი-ფესტივალი მშობლიურ ოქსფორდში, რაც პირველი აღმოჩნდა მიღწეული დიდების შემდეგ. კონცერტში მოწვეული იყვნენ ცნობილი ჯაზმენები, რომლებმაც Amnesiac-ს ბოლო ტრეკზე – “Life in a Glasshouse” – ჩასაბერი ინსტრუმენტების პარტია შეასრულეს. ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა ალბომი “I Might Be Wrong: Live Recordings”, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კონცერტებზე შესრულებულ სიმღერებს აერთიანებს (ალბომებიდან Kid A და Amnesiac).

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — Radiohead.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Packt Like Sardines in a Crushd Tin Box“4:00
2.„Pyramid Song“4:49
3.„Pulk/Pull Revolving Doors“ ([note 1])4:07
4.„You and Whose Army?“3:11
5.„I Might Be Wrong“4:54
6.„Knives Out“4:15
7.„Morning Bell/Amnesiac“3:14
8.„Dollars and Cents“4:52
9.„Hunting Bears“2:01
10.„Like Spinning Plates“3:57
11.„Life in a Glasshouse“4:34
შენიშვნა
  1. სპეციალურ გამოცემაზე მითითებულია, როგორც Pull/Pulk Revolving Doors

პოზიციები ჩარტებში რედაქტირება

ჩარტი (2001) Peak
position
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[11] 2
კანადის ალბომები (ბილბორდი)[12] 1
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[13] 1
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[14] 2
გერმანიის ალბომები (Media Control)[15] 2
იტალიის ალბომები (FIMI)[16] 2
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[17] 3
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[18] 6
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[19] 1
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[20] 2

სერტიფიცირებები რედაქტირება

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[21] ოქრო 35 000^
კანადა (Music Canada)[22] პლატინა 100 000^
საფრანგეთი (SNEP)[23] ოქრო 100 000*
აშშ (RIAA)[24] ოქრო 500 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[25] პლატინა 300 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო რედაქტირება

  1. Amnesiac - Radiohead. metacritic.com. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2011.
  2. ერლეუაინი, სტივენ თომას. "Radiohead: Amnesiac > Review" AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2011.
  3. http://www.robertchristgau.com/get_album.php?id=10218
  4. ბრაუნი, დევიდ. (8 ივნისი 2001) Amnesiac Review. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2012.
  5. Thomson, Graeme (1 ივნისი 2001). „CD of the Week: Radiohead: Amnesiac Review“. The Guardian. London: GMG. ISSN 0261-3077. OCLC 60623878. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი 2011.
  6. Schreiber, Ryan. (4 ივნისი 2001) Radiohead: Amnesiac. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2011.
  7. Pareles, Jon. (29 მაისი 2001) Amnesiac. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2012.
  8. Cinquemani, Sal (30 მაისი 2001). „Music Review: 'Amnesiac' (2001)“. Slant Magazine. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2011.
  9. Radiohead: Amnesiac. Sputnikmusic (23 აგვისტო 2011). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2011.
  10. 7/01, pp.123-4
  11. "Radiohead – Amnesiac". Australiancharts.com. Hung Medien.
  12. „Radiohead ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard.
  13. "Radiohead: Amnesiac" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი.
  14. "Radiohead – Amnesiac". Lescharts.com. Hung Medien.
  15. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control.
  16. "Radiohead – Amnesiac". Italiancharts.com. Hung Medien.
  17. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები.
  18. "Radiohead – Amnesiac". Swisscharts.com. Hung Medien.
  19. "Radiohead | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
  20. „Radiohead ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard.
  21. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2001 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  22. Canadian album certifications – Radiohead – Amnesiac. Music Canada.
  23. Notre Base de Données: Radiohead French. Syndicat National de l'Édition Phonographique. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-30. ციტირების თარიღი: 24 ივლისი 2014.
  24. American album certifications – Radiohead – Amnesiac. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  25. Certified Awards Search (To access, enter the search parameter "Radiohead"). ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-01. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Amnesiac&oldid=4598265“-დან