მჭადა (ყვავილედი)

(გადამისამართდა გვერდიდან Amentum)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მჭადა.

მჭადა (ლათ. amentum) — თავთავისებური, ხშირად დაკიდებული ყვავილედი. შედგება ერთსქესიანი ყვავილისაგან. დაყვავილების ან ნაყოფის მომწიფების შემდეგ მთლიანად ჩამოცვივდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ყვავილები მაინც რჩება მცენარეზე (მაგალითად, არყის, მურყნის, და სხვა).

ჩვეულებრივი თხილის მჭადა ყვავილედი

მჭადა ყვავილედი აქვს ტირიფს, ვერხვს, არყს, თხილს, წაბლს, მუხას, კაკალს და სხვა. ზოგს მიაჩნია, რომ უფრო მართებულია ტირიფისა და ვერხვის ყვავილედს ეწოდოს მარტივი თავთავი, ხოლო არყისას — დიქაზიუმებისაგან შემდგარი თავთავი.

ლიტერატურა რედაქტირება