ალისუმი

(გადამისამართდა გვერდიდან Alyssum)

ალისუმი[1] (ლათ. Alyssum) — ბალახოვან მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ცნობილია 110-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში (შეტანილია რამდენიმე სახეობა).[2][3] დეკორატიულ მცენარედ ზრდიან მთის ალისუმს (A. montanum). ალისუმი ყვავის მაის-ივნისში. იყენებენ ალპინარიუმებსა და ბორდიურებში.[4]

ალისუმი

მთის ალისუმი (A. montanum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  კომბოსტოსნაირნი
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
გვარი:  ალისუმი
ლათინური სახელი
Alyssum L., 1753

ადრე ამ გვარში იყო გაერთიანებული ახლანდელი გვარები Lobularia, Aurinia და Odontarrhena, მ.შ. ისეთი პოპულარული დეკორატიული სახეობები, როგორიცაა Lobularia maritima, Aurinia saxatilis, Odontarrhena argentea.

საქართველოში გავრცელებული სახეობები:[5]

  1. alyssum — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Alyssum L. en. Plants of the World Online | Kew Science. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2024
  3. Alyssum en. Flora of North America. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2024
  4. Карписонова Р. А. Алиссум // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 493.
  5. დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 93, ISBN 978-9941-26-391-0.
  6. Alyssum minus (L.) Rothm. en. GBIF. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2024