ალექსანდრა კრისტინ შნაიდერმანი, პროფესიონალურად ცნობილი როგორც AleXa (ინგლ. Alexandra Christine Schneiderman; დ. 1996 წლის 9 დეკემბერი, ტალსა, ოკლაჰომა, აშშ) — ამერიკელი მომღერალი. ის მონაწილეობდა Rising Legends-ის ორივე სეზონში, რის შემდეგაც ალექსამ კონტრაქტი გააფორმა ლეიბლ ZB Label-თან. მან თავისი სადებიუტო სინგლი გამოუშვა 2019 წლის ოქტომბერში. 2022 წელს მან წარადგინა თავისი მშობლიური შტატი, ოკლაჰომა, NBC-ის ამერიკული სიმღერის კონკურსში სიმღერით „Wonderland“, სადაც მან 71 ქულით გაიმარჯვა.

AleXa
ინგლ. Alexandra Christine Schneiderman

AleXa 2023 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალექსანდრა კრისტინ შნაიდერმანი
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1996 (1996-12-09) (27 წლის)
დაბ. ადგილი ტალსა[1]
წარმოშობა ტალსა, ოკლაჰომა, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2016 - დღემდე
AleXa ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ალექსა დაიბადა 1996 წლის 9 დეკემბერს ტალსაში, ოკლაჰომა. მუსიკოსის მამა რუს-ამერიკელია, ხოლო დედა სამხრეთ კორეელი. მუსიკოსს ჰყავს უმცროსი ძმა.[2]

ბავშვობაში ალექსა დადიოდა ცეკვის გაკვეთილებზე. ის სწავლობდა ჯენქსის სკოლაში, სადაც იყო გუნდების, Jenks Varsity Pom-ისა და Jenks Trojanaires-ის, წევრი. სკოლის დასრულების შემდეგ მან განაგრძო სწავლა ტულსას კოლეჯში. თინეიჯერობის ასაკში ალექსა იყო K-pop-ის ფანი.[3]

კარიერა რედაქტირება

2016 წელს მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო Rising Legends-ის კონკურსში, რომელსაც მართავდა Soompi. კონკურსი მოეწყო JYP Entertainment-ის პარტნიორობით. 2017 წელს მუსიკოსმა კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა Rising Legends-ში. მიუხედავად იმისა, რომ მან პირველი ადგილი დაიკავა ცეკვის კატეგორიაში,[4] იგი ვერ მოხვდა კომპანიის სტაჟირების პროგრამაში. მოგვიანებით მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ZB Label-თან.[5] 2018 წელს, AleXa-მ მონაწილეობა მიიღო კონკურსში, Produce 48, თუმცა მუსიკოსი მას პირველივე რაუნდში გამოეთიშა.

2019 წლის 19 ოქტომბერს მუსიკოსმა გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Bomb”.[6] მან როკ ბენდ Diablo-სთან ერთად 13 დეკემბერს გამოუშვა სიმღერის როკ ვერსია.[7] 2020 წელს მან გამოუშვა თავისი პირველი მინი ალბომი „A.i Trooper". მუსიკოსის ახალი მუსიკალური ვიდეო „Do or Die" 6 მარტს გამოვიდა. 16 ივლისს ალექსმა კომპოზიცია „Villain" (빌런)-ის მუსიკალური ვიდეო გამოუშვა მისი მომავალი მეორე მინი-ალბომიდან, სახელწოდებით Decoherence.[8] მან 21 ოქტომბერს სიმღერის, „Revolution", მუსიკალური ვიდეო გამოუშვა.

2020 წლის 23 ივნისიდან 4 აგვისტომდე AleXa იყო დროებითი წამყვანი პოდკასტში „How Did I Get Here?“. 2020 წლის 7 აგვისტოს, Dive Studios-მა განაცხადა თავის Twitter-ზე, რომ მუსიკოსი გახდებოდა შოუს მუდმივი წამყვანი ჯეი პარკთან ერთად.[9][10][11] პოდკასტმა მოიგო ორი ჯილდო 2020 წლის Podcast Award-ზე. მან ასევე მოიგო ჯილდო საუკეთესო პოდკასტის კატეგორიაში 2020 წლის Apple Podcasts-ზე.

2021 წლის 29 იანვარს, AleXa-მ შექმნა ახალი YouTube არხი, სახელწოდებით AleXa 360, სადაც მუსიკოსს აქცენტი გამახვილებული აქვს ვლოგებზე და კულისების კადრებზე.

18 მარტს გამოცხადდა, რომ ალექსა სამსახიობო დებიუტი შედგებოდა ანთოლოგიურ საშინელებათა ფილმში, „ურბანული მითები“.

2021 წელს ალექსამ გამოუშვა თავისი ციფრული სინგლი „Never Let You Go" (오랜만이야).[12] მან როკ ჯგუფ Onewe-თან ერთად გამოუშვა სიმღერის აკუსტიკური ვერსია 8 თებერვალს. 12 აპრილს, ალექსამ გამოუშვა კომპოზიცია „I Miss You Every Day“ სერიალისთვის Somehow Family.[13] მუსიკოსის ახალი ჩანაწერი „Is It On" გამოვიდა 21 მაისს. ალექსამ გამოუშვა თავისი მეორე ალბომი „ReviveR“ და მისი წამყვანი სინგლი „Xtra“ 1 ივლისს. მან როკ ჯგუფთან, Rolling Quartz, ერთად გამოუშვა სიმღერის როკ-ვერსია 25 აგვისტოს.

2022 წელს, ალექსამ გამოუშვა თავისი მესამე ალბომი Tattoo.[14] იმავე წლის გაზაფხულზე მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის სიმღერის კონკურსში, სადაც მან წარმოადგენდა ამერიკის შტატი, ოკლაჰომა, სიმღერით „Wonderland". 2022 წლის 9 მაისს გაიმართა კონკურსის ფინალი, სადაც ის 71 ქულით პირველზე გავიდა. 2022 წლის ივლისს ალექსამ გამართა ფანებთან შეხვედრა შეერთებულ შტატებში.[15]

2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ალექსა ოქტომბერში აშშ-ის რვა ქალაქში სოლო კონცერტს გამართავდა.

2022 წლის ოქტომბერში, ალექსამ გამოაცხადა, რომ გამოსცემდა თავის მესამე მინი ალბომს Girls Gone Vogue. 31 ოქტომბერს ZB Label-მა გამოაცხადა, რომ ალბომის გამოსვლის თარიღმა გადაიწია სეულში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო.[16]

მუსიკოსს მოგებული აქვს 5 ჯილდო, მათ შორის: Soribada Best K-Music Awards, Asia Artist Awards და K-Global Heart Dream Awards.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.instagram.com/p/B50Ok_7HQDp/
  2. [Interview AleXa: K-pop fan from Oklahoma now living dream as K-pop star] en (2022-01-06). ციტირების თარიღი: 2022-03-15
  3. Neal Kuykendall, Lindsey (January 23, 2018). „Alex Christine is on her way to K-Pop fame“. TulsaPeople. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 17, 2018. ციტირების თარიღი: January 7, 2020.
  4. (as mentioned here).
  5. Benjamin, Jeff (2019-10-20). „AleXa Takes Unconventional Route to Finally Make K-Pop Debut With 'Bomb': Premiere“. Billboard. ციტირების თარიღი: 2020-01-13.
  6. Benjamin, Jeff (2019-10-31). „AleXa Makes a 'Bomb' Top 10 Debut on World Digital Song Sales Chart“. Billboard. ციტირების თარიღი: 2020-01-13.
  7. Herman, Tamar (2019-12-13). „AleXa Teams up With Diablo for Rock Version of 'Bomb': Exclusive Premiere“. Billboard. ციტირების თარიღი: 2020-01-13.
  8. AleXa on Twitter: AleXa PRE-RELEASE SINGLE "Vilain" en. ციტირების თარიღი: 2020-09-11
  9. AleXa as a new Co-Host HDIGH.
  10. First episode with Jae.
  11. How Did I Get Here W/ Jae of Day6 en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-04. ციტირების თარიღი: 2021-01-03
  12. AleXa (알렉사) – 오랜만이야 (Never Let You Go) Official MV, https://www.youtube.com/watch?v=EZHeXBnwiDM. წაკითხვის თარიღი: 2021-03-18
  13. '괴물 신예' 알렉사가 부른 '어쩌다 가족' ko. ციტირების თარიღი: 2021-04-11
  14. Kang, Da-yun. (December 28, 2021) 알렉사, 스페셜 싱글 '타투' 컴백 스케줄러 공개…'새로운 세계' 열린다 ko. ციტირების თარიღი: December 28, 2021
  15. Lee, Da-gyeom. (July 25, 2022) 알렉사, 美서 폭발적 인기...4개 지역 팬미팅 성료 ko. Star Today, Maeil Business News. ციტირების თარიღი: July 25, 2022
  16. Lee, Seul. (October 31, 2022) 알렉사, 컴백 프로모션 연기…"갑작스러운 참변 깊은 애도" [공식입장] ko. X-ports News. ციტირების თარიღი: October 31, 2022