Action Maxმესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Worlds of Wonder-ის მიერ 1987 წელს.[1] Action Max-ის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა კონსოლებისგან იყო, ის რომ ის სათამაშო კარტრიჯის ნაცვლად გამოიყენებდა VHS ვიდეო კასეტას. აშშ-ის გარეთ გამოიცა შეზღუდული რაოდენობით.

Action Max

Action Max სინათლის პისტოლეტთან ერთად
შემქმნელი Worlds of Wonder
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი 1987; 37 წლის წინ (1987)
თავდაპირველი ფასი 99 აშშ დოლარი[1]
მედია VHS ფირი
პროცესორი HD401010
კონტროლერის შეტანა სინათლის პისტოლეტი

კონსოლზე VHS ვიდეო კასეტის გასაშვებად აუცილებელი იყო ვიდეომაგნიტაფონის ქონაც, რადგანაც თავად კონსოლს არ ჰქონდა ვიდეო კასეტის ჩასადები ბუდე და ტელევიზორს უკავშირდებოდა ვიდეომაგნიტაფონით.[2] მას არ გააჩნდა ჯოისტიკის ან გეიმპადის მსგავსი შეყვანის მოწყობილობა და ძირითად კონტროლერად გამოიყენებდა სინათლის პისტოლეტს. ის მოიხმარდა HD401010-ის ცენტრალურ პროცესორს.

კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად ღარიბი აღმოჩნდა, საერთო ჯამში გამოვიდა 5 ერთეული: „38 Ambush Alley“, „Blue Thunder“, „Hydrosub: 2021“, „The Rescue of Pops Ghostly“, „Sonic Fury“, რომელთაგანაც ყველა შუტერის ჟანრის იყო და ყველას ერთნაირი გეიმპლეი ახასიათებდა. ამ ფაქტმა განაპირობა მისი ბაზარზე წარუმატებლობა.[3] გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ კომპანია Worlds of Wonder გაკოტრდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Action Max. old-computers.com (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-25. ციტირების თარიღი: 2017-12-01.
  2. Worlds of Wonder Action Max. videogameconsolelibrary.com.
  3. Plunkett, Luke. (28 მარტი, 2011) Only In The 80's Would They Put Video Games On A VHS Tape. Kotaku. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Action_Max&oldid=4108005“-დან