A Rush of Blood to the Head Tour — მსოფლიო საკონცერტო ტურნე ჯგუფის Coldplay მეორე სტუდიური ალბომის A Rush of Blood to the Head მხარდასაჭერად. ოფიციალურად, ტურნე თითქმის ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ხუთი კონტინენტი მოიცვა. 2002-ში, Coldplay-მ ასევე კონცერტების სერია გამართა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ალბომის მხარდასაჭერად. თუმცა, ამ შოუების რეკლამირება ალბომის ოფიციალურ ტურად არ მომხდარა.

A Rush of Blood to the Head Tour
ტურნე, გამართული Coldplay-ს მიერ
დაწყების თარიღი 21 იანვარი, 2003 (ოფიციალური ტურნე)
19 ივნისი, 2002 (2002-ის შოუების ჩათვლით)
დასრულების თარიღი 8 სექტემბერი, 2003
კონცერტების რაოდენობა 70 (ოფიციალური)
126 (2002-ის ჩათვლით)
Coldplay-ს კონცერტების ქრონოლოგია
Parachutes Tour
(2000–2001)
A Rush of Blood to the Head Tour
(2002-2003)
Twisted Logic Tour
(2005-2006)

ტურნეს DVD ჩანაწერი Coldplay Live 2003 ავსტრალიაში, სიდნეის ჰორდერნ პავილიონში, 2003 წლის 21 და 22 ივლისს გაკეთდა.

ტურნეს ჰედლაინერებად 2002-ში Idlewild და Ash, ხოლო 2003-ში Feeder, The Music, Eisley, და რონ სექსმიტი გამოდიოდნენ.

შესრულებული სიმღერები რედაქტირება

  1. „Politik“
  2. „God Put a Smile upon Your Face“
  3. „A Rush of Blood to the Head“
  4. „Daylight“
  5. „Trouble“
  6. „One I Love“
  7. „Don't Panic“
  8. „Shiver“
  9. „See You Soon“
  10. „Everything's Not Lost“
  11. „Moses“
  12. „Yellow“
  13. „The Scientist“
  14. „What a Wonderful World“ (ლუი არმსტრონგის სიმღერა)
  15. „Clocks“
  16. „In My Place“
  17. „Amsterdam“
  18. „Life Is for Living“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება