A Great Day for Freedom

პინკ ფლოიდის სიმღერა

A Great Day for Freedom“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა 1994 წლის ალბომიდან The Division Bell.[1][2]

„A Great Day for Freedom“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Division Bell
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 მარტი, 1994 (ბრიტანეთი)
5 აპრილი, 1994 (აშშ)
ჩაიწერა 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:17
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (ინგლისი)
Columbia Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, პოლი სემსონი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი
The Division Bellსიმღერები

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტი ბერლინის კედლის მოვლენებს გვაგონებს, სინამდვილეში იგი ასახავს დეივიდ გილმორის ურთიერთობას როჯერ უოტერსთან, ჯგუფის ყოფილ ლიდერთან. ამასთან, დეივიდის თქმით, „სასიამოვნოა, რომ ხალხი განმარტავს მთლიანად ალბომს The Division Bell სხვადასხვა ვარიაციით“. 2014 წელს BBC-სთან ინტერვიუში დეივიდმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სიმღერა ძირითადად ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ მოვლენებზეა და იმ ცვლილებებზე, რომლებიც მოიტანა ამ პრეცედენტმა.

ეს ჯგუფის პირველი კომპოზიციაა „Atom Heart Mother“-ის შემდეგ, რომლის სახელწოდება აღებულია საგაზეთო სტატიიდან (The Disivion Bell-ის გაფორმებაში გამოყენებულია გაზეთის ფოტოსურათიც).

DVD-ზე Live in Gdansk შესაძლებელია სპეციალური დოკუმენტური ფილმის ნახვა, სადაც დეივიდ გილმორი ამბობს, რომ ეს სიმღერა მიმოიხილავს არეულობას აღმოსავლეთ ევროპაში (განსაკუთრებით, პოლონეთსა და გერმანიაში). მისივე თქმით, სიმღერის ორიგინალური სახელწოდება იყო In Shades of Grey.

სიმღერა სრულდებოდა პინკ ფლოიდის 1994 წლის ტურნეს დროს და დეივიდის 2001-2002 წლებს აკუსტიკურ კონცერტებზე, თანაავტორ, მაიკლ კემენთან ერთად. 2006 წელს იგი მხოლოდ ერთხელ დაუკრეს - დეივიდის კონცერტზე, გდანსკში, სიმბოლურად - ვინაიდან მისი ტექსტი ახლოს არის თავისუფლების და ორგანიზაცია „სოლიდარობის“ (Solidarność) იდეებთან - სწორედ ამ მოძრაობის იუბილეს აღსანიშნავი იყო გდანსკის კონცერტიც.

პერსონალი რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.