A-ხაზოვანი დამწერლობა

A-ხაზოვანი დამწერლობა — დამწერლობის სისტემა, რომელსაც მინოსელები (კრეტელები) ჰიპოთეტური მინოსური ენის დასაწერად იყენებდნენ ძვ. წ. 1800-დან 1450 წლამდე. A-ხაზოვანით შესრულებული წარწერები გვხვდება კრეტის მრავალ დასახლებაში, ასევე ეგეოსის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე. ის არქეოლოგმა ართურ ევანზმა აღმოაჩინა. მიიჩნევა B-ხაზოვანი დამწერლობის წინამორბედად, რომელიც გამოიყენებოდა მიკენელების მიერ ძველი ბერძნული ენის დასაწერად. მეცნიერთა მცდელობების მიუღედავად დღემდე არცერთი A-ხაზოვანი ტექსტი არ არის გაშიფრული.

A-ხაზოვანი
ტიპი: უცნობი (სავარაუდოდ სილაბუსური და იდიოგრაფიკული)
ენები: მინოსური ენა
დროის პერიოდი: ძვ. წ. 1800-დან 1450 წ.[1]
წარმოებული დამწერლობები: B-ხაზოვანი, კვიპროსულ-მინოსური სილაბუსური[2]
ISO 15924 კოდი: Lina

A-ხაზოვანი მიეკუთვნება იმ დამწერლობების ჯგუფს, რომლებიც დამოუკიდებლად განვითარდნენ ეგვიპტური და მესოპოტამიური სისტემებისგან. ძვ. წ. II ათასწლეულში არსებობდა ოთხი განშტოება: A-ხაზოვანი, B-ხაზოვანი, კვიპროსულ-მინოსური და კრეტული იეროგლიფური. 1950-იანებში B-ხაზოვანი გაიშიფრა როგორც მიკენური ბერძნული. B-ხაზოვანი იზიარებს ფონეტიკურ ექვივალენტებს A-ხაზოვანთან, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რომელ მარცვალს გადმოსცემდა A-ხაზოვანის ცალკეული ნიშნები. A-ხაზოვანის ნიშნები არ დასტურდება მისგან განვითარებულ დამწერლობის სისტემაში და ამდენად მათი ჟღერადობა უცნობია.

A-ხაზოვანი დამწერლობა მარცვლოვანია. მასში გვხვდება 120 მარტივი ნიშანი, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან შერწყმულ შნისნებს ანუ ლიგატურებს, რომელთა რიცხვი 111-მდე აღწევს. ცნობილია ასევე რიცხვთა აღსანიშნავად გამოყენებული 28 ნიშანი. თვლის სისტემა ათობითია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • გორდეზიანი, რისმაგ; თურმანიძე, ლ (1988). „ბერძნული ცივილიზაცია. ნაკვეთი 1: გმირთა ეპოქიდან არქაიკამდე“. ანტიკური სამყაროს კულტურები: ხუთ წიგნად.
  • Daniels, Peter T.; Bright, William (1996) The World's Writing Systems. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-507993-7. 
  • Palaima, Thomas G. (1997). „Cypro-Minoan Scripts: Problems of Historical Context“, Problems in Decipherment. Louvain-La-Neuve: Peeters, გვ. 121–188. ISBN 978-90-6831-177-8. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სხვა კვლევები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Daniels & Bright 1996, pp. 132.
  2. Palaima 1997, pp. 121–188.