2000-იანი (ორი ათასიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 2000-იანებიგრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 2000 წლის 1 იანვარს და დასრულდა 2009 წლის 31 დეკემბერს.

ათასწლეული: III
საუკუნე: XXXXIXXII
ათწლეული: 1970-იანები 1980-იანები 1990-იანები

2000-იანები

2010-იანები 2020-იანები 2030-იანები

წლები: 2000 · 2001 · 2002 · 2003 · 2004
2005 · 2006 · 2007 · 2008 · 2009


მოვლენები


სარჩევი: 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009

2000

2001

  • 1 იანვარი : ევროპის კავშირში შევიდა საბერძნეთი.
  • 25 მაისი : მუხროვანის ბრიგადის ტერიტორია უნებართვოდ დაიკავა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთმა ბატალიონმა. მეამბოხეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
  • 4 ოქტომბერი-18 ოქტომბერი : კოდორის კრიზისი. 4 ოქტომბერს ქართული ჯარები კოდორის ხეობიდან შეიჭრნენ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ხეობის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. 18 ოქტომბრისთვის ქართველი მებრძოლები უკუქცეულნი იყვნენ აფხაზეთის ჯარის მიერ.

2002

2003

2004

2005

დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა თავისი ძველი სახელი სტეფანწმინდა (დაბა)

2006

2007

საქართველოში რედაქტირება

პოლიტიკა რედაქტირება
  • პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის 5 იანვრისთვის, ქვეყანაში მოცული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
  • რუსეთის ელჩი დაბრუნდა თბილისში: რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ელჩი გაიწვია საქართველოს მიერ ოთხი რუსეთის მოქალაქის 2006 წელს შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრების გამო. ურთიერთობა რუსეთთან კვლავ მწვავე რჩება.
  • რუსეთმა დაასრულა სამხედრო შენაერთების გაყვანა საქართველოდან ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვით, თუმცა რუსეთის სამხედრო შენაერთები კვლავ რჩებიან აფხაზეთში სამშვიდობების სახით.
  • საქართველომ ახალი გზა გაიყვანა კოდორის ხეობაში, რითაც განმტკიცდა კონტროლი ზემო აფხაზეთზე.
  • საქართველოს ხელისუფლების მხადაჭერით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეიქმნა, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა.
  • 1993 წელს ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში დაკრძალული ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთი დააბრუნეს საქართველოში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
  • საქართველომ გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ერაყში 2000-მდე, რითაც სამხედროების რაოდენობით მესამე სახელმწიფო გახდა აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ ამ ქვეყანაში.
  • აგვისტოში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნაღმი გადმოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ წითელუბანთან (სამაჩაბლო). ნაღმი არ აფეთქებულა და რუსეთსაც ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა არ აუღია.
  • აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირი შემოვიდა საქართველოში, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას რუსეთის ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება შეემცირებინა.
ბიზნესი რედაქტირება
  • საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იწყებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის მშენებლობას ნოემბრის ბოლოს. გახსნის ცერემონია ჩატარდა მარაბდასთან სამი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით.
  • აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტოსტრადის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელმაც შეაერთა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის ორი მონაკვეთი ნოემბრის ბოლოს.
  • თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა თებერვალში თურქული კომპანია TAV LLC-ის მონაწილეობით, რომელმაც მასში $100 მილიონი დოლარი დააბანდა (ბათუმის აეროპორტთან ერთად).
  • საქართველოს ენერგიის სექტორის პრივატიზება დასრულდა ივნისში. საერთო შემოსავლებმა $500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
  • ნოემბერში საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რითაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეებისთვის.
  • საქართველოში შემოვიდა ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC.
  • სასტუმროების ქსელების გიგანტები „კემპინსკი“ და „ჰაიატი“ თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობას იწყებენ.
სპორტი რედაქტირება
  • ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
  • საქართველოს სამი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს: ორი ჭიდაობაში (დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე) და ერთი ძიუდოში (ირაკლი ცირეკიძე). ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 18 წელიწადში, როდესაც საქართველო ჩემპიონი გახდა თითოეულ ამ სპორტის სახეობაში.
კულტურა რედაქტირება

2008

იანვარი რედაქტირება

თებერვალი რედაქტირება

აგვისტო რედაქტირება

  • ომი ცხინვალის რეგიონში (აგრეთვე ცნობილი როგორც „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთ-საქართველოს ომი) — 2008 წლის აგვისტოში დაიწყო ქართულ ჯარებსა და ოს სეპარატისტთა შორის. 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. ომის შედეგად ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოექცა ახალგორის მუნიციპალიტეტი და ცხინველთან მდებარე სადავო სოფლები.

დეკემბერი რედაქტირება

2009

პოლიტიკა რედაქტირება

ეკონომიკა რედაქტირება

კულტურა რედაქტირება