1991 წელი აზერბაიჯანში

სტატიაში ქრონოლოგიურადაა აღწერილი 1991 წელს აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენები.

იანვარი რედაქტირება

13 იანვარი — აზერბაიჯანის სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, შაუმიანის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ლიკვიდირებულ იქნა და მისი ტერიტორია შეუერთდა  გორანბოის რაიონს[1].

თებერვალი რედაქტირება

 
აზერბაიჯანის დროშა

5 თებერვალი

  • უზენაესი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ქვეყანის სახელწოდება გახდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
  • 3 ფერიანი ადრ-ის დროშა სახელმწიფო დროშად ცხადდება[2]

მარტი რედაქტირება

18 მარტი — აზერბაიჯანში კერძო უნივერსიტეტი „ხაზარი“ დაარსდა[3].

აპრილი რედაქტირება

19 აპრილი — კომენდანტის რეჟიმის გაუქმება, რომელიც 1990 წლის 20 იანვარს დამყარდა

აგვისტო რედაქტირება

30 აგვისტო — უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიღებულია დეკლარაცია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ“[4].

სექტემბერი რედაქტირება

3 სექტემბერი —ჰეიდარ ალიევის არჩევა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ[5].

5 სექტემბერიაზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნა[6].

8 სექტეmბერი — აზერბაიჯანში პირველი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღე[7].

14 სექტემბერი — მიღბულ იქნა გადაწყვეტილე აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის დათხოვნაზე[8].

ოქტომბერი რედაქტირება

9 ოქტომბერი — აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ“.

18 ოქტომბერი

  • რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკონსტიტუციო აქტის მიღება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ სსრკ-გან[9];
  • რაიონებში, ქალაქებში და ქალაქის რაიონებში შემოიღეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის თანამდებობა[10];
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისის შექმნა;
  • სახელმწიფო მდივნისა და სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობების შექმნა.

ნოემბერი რედაქტირება

9 ნოემბერითურქეთის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება[11].

26 ნოემბერი — ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც შედგებოდა უმაღლესი საბჭოს 50 დეპუტატისგან

მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სტატუსის გაუქმება უმაღლესი საბჭოს მიერ

პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის პირველი ეთერი - ANS TV

დეკემბერი რედაქტირება

9 დეკემბერი — აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიღება ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის წევრად[12].

11 დეკემბერირუმინეთის მიერ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარება[13]

13 დეკემბერიპაკისტანის მიერ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარება

16 დეკემბერინახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის სხდომაზე ჰეიდარ ალიევის თავმჯდომარეობით გადაწყდა, რომ მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე დაწესებულიყო.

25 დეკემბერი

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი, რომ  31 დეკემბერი დაეწესებინათ, როგორც მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღედ[14].
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს  „აზერბაიჯანის ანბანის აღდგენა ლათინური დამწერლობის შესახებ“[15]

28 დეკემბერი — იორდანიისა და სუდანის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება.

29 დეკემბერი — აზერბაიჯანში ჩატარდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება