ქართული დამწერლობის ასო
(გადამისამართდა გვერდიდან )
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენი (მრავალმნიშვნელოვანი).

, , , [1] (ენი) — ქართული ანბანის მეხუთე ასო. მისი სახელია „ენი“. წინა რიგის ხმოვანი. გრაფიკული სიმბოლო საშუალო აწეულობის არალაბიალიზირებული ხმოვანი ბგერისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴄ, ნუსხურში — ⴄ. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ხუთს (5). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ქვედა სამ ხაზში თავსდება.

ქართული ასო „ე“
სახელწოდება
ე:
GEORGIAN LETTER EN
უნიკოდი
ე:
U+10D4
HTML-კოდი
ე:
ე ანე
ასო „ე-ს“ სურათი
ვიკისაწყობი ასო „ე“

მოხაზულობა რედაქტირება

ასომთავრული
ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ
ნუსხური
ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ
მხედრული მთავრული
ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ
სახელწოდება რიცხვითი
მნიშვნელობა
IPA ISO 9984 რომანიზაცია NGR
        ენ 5 ɛ E e E e E e

ე-ს მოხაზულობა ასომთავრულში ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ე ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ე-ს ზედა და ქვედა ნაწილები რკალური ფორმისაა. ნუსხურსა და მხედრულში იგი ქვედა სამ ხაზში იწერება.

კოდების ცხრილი რედაქტირება

მახასიათებლები ასომთავრული ნუსხური მხედრული მთავრული
გამოსახულება        
სახელწოდება georgian capital letter en georgian small letter en georgian letter en georgian mtavruli capital letter en
Unicode Code Point U+10A4 U+2D04 U+10D4 U+1C94
HTML Entity (Decimal) Ⴄ ⴄ ე
HTML Entity (Hexadecimal) Ⴄ ⴄ ე &#1C94

ბრაილი რედაქტირება

მხედრული[2]
 

სხვა მნიშვნელობები რედაქტირება

  • ე! — შორისდებული, იგივეა, რაც ეი!

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Georgian Extended
  2. UNESCO, World Braille Usage, Third Edition, Washington, D.C. p. 45
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ე&oldid=4532979“-დან