ხუმბაბა

(გადამისამართდა გვერდიდან ჰუმბაბა)

ხუმბაბა (აქადურად: 𒄷𒌝𒁀𒁀, ხუმბაბა; შუმერულად: 𒄷𒉿𒉿, ხუვავა) – შუამდინარეთის მითოლოგიის მიხედვით საზარელი გოლიათი, რომელიც იცავს კედრის ტყეს ლიბანში. გვხვდება არაერთ შუმერულ მითში, მათ შორის ყველაზე ცნობილია გილგამეშის ეპოსი.

ხუმბაბას თავი

გილგამეშის ეპოსის მიხედვით, გილგამეში და მისი ძმობილი ენქიდუ განიზრახავენ, ჩაიდინონ გმირობა, მოკლან ხუმბაბა და ინანას ტყეში კედრები წამოაქციონ. ხუმბაბასთან ბრძოლაში მათ ეხმარება მზის ღვთაება შამაში. ხანგრძლივი ბრძოლა საბოლოოდ გილგამეშისა და ენქიდუს გამარჯვებით მთავრდება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Stefan Maul (Übers): Das Gilgamesch-Epos. (neu übersetzt und kommentiert) Beck, München 2005. ISBN 3-406-52870-8.