ჰრაჩია აჩარიანი (სომხ. Հրաչեայ Աճառեան; დ. 8 მარტი, 1876 — გ. 16 აპრილი, 1953) — სომეხი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ეტიმოლოგი და ფილოლოგი.

ჰრაჩია აჩარიანი
სომხ. Հրաչյա Հակոբի Աճառյան
დაბ. თარიღი 8 (20) მარტი, 1876[1] [2]
დაბ. ადგილი სტამბოლი[3] [1] [2]
გარდ. თარიღი 16 აპრილი, 1953(1953-04-16)[3] [2] (77 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი[3] [2]
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 სსრკ
ეროვნება სომხები[1] [2]
საქმიანობა ენათმეცნიერი[1] [2] , ფილოლოგი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი Aramiyan School[1] , Sanasarian College[1] და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი გეტრონაგანის სომხური უმაღლესი სკოლა[1] , პარიზის ხელოვნების ფაკულტეტი[1] და სტრასბურგის უნივერსიტეტი[1]
განთქმული მოსწავლეები Vache Ohanyan
ჯილდოები სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
ხელმოწერა

სტამბულელი სომეხი, აჩარიანი სწავლობდა ადგილობრივ სომხურ სკოლებში და სორბონში, და სტრასბურგის უნივერსიტეტში, ჰაინრიხ ჰუბშმანის ხელმძღვანელობით. შემდეგ ის ასწავლიდა რუსეთის იმპერიისა და ირანის სხვადასხვა სომხურ თემებში, შემდეგ 1923 წელს, დასახლდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, გარდაცვალებამდე მუშაობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გამორჩეულმა პოლიგლოტმა, შეადგინა რამდენიმე ძირითადი ლექსიკონი, მათ შორის სომხური ეტიმოლოგიური ლექსიკონი. მან ღრმად შეისწავლა სომხური დიალექტები, შეადგინა სომხური ხელნაწერების კატალოგები და დაწერა სრულყოფილი კვლევები სომხური ენისა და ანბანის ისტორიის შესახებ. აჩარიანი ითვლება სომხური ენათმეცნიერების მამად.

სიცოცხლე რედაქტირება

აჩარიანი დაიბადა სტამბოლში (კონსტანტინოპოლი) 1876 წლის 8 მარტს, სომეხი მშობლებისგან. ადრეულ ასაკში მას ერთი თვალი დაუბრმავდა. [4] მისი მამა, ჰაკობი, იყო ფეხსაცმლის მწარმოებელი. დაწყებითი განათლება სამატიაში მიიღო, [4], შემდეგ კი სწავლობდა გეტრონაგანის სომხურ საშუალო სკოლაში (1889-1893), სადაც მან ისწავლა ფრანგული, თურქული, და სპარსული. [5] დამთავრების შემდეგ, ასწავლიდა კადიკოიში, კონსტანტინეპოლში, მაგრამ 1894 წელს ის გადავიდა ერზურუმში, რათა ესწავლებინა სანასარიანის კოლეჯში. [6] 1895 წელს იგი ჩაირიცხა პარიზის უნივერსიტეტში (სორბონი), სადაც სწავლობდა, ანტუან მელეტესთან ერთად. 1897 წელს იგი გახდა Société de Linguistique de Paris (პარიზის ლინგვისტური საზოგადოების) წევრი, სადაც წარმოადგინა კვლევა ლაზურ ენაზე. შემდეგ იგი შეხვდა ჰაინრიხ ჰუბშმანს და 1898 წელს გადავიდა სტრასბურგში [5]

აჩარიანი საცხოვრებლად გადავიდა სომხეთში, რუსეთის იმპერიის ნაწილში და დაიწყო პედაგოგიური კარიერა გევორქიანის სემინარიაში (1898-1902 წლები). მან რამდენიმეჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი: ჯერ გადავიდა შუშაში (1902-1904), შემდეგ გავარიში (1906-1907), 1907 წლიდან 1919 წლამდე ცხოვრობდა დონის ნახიჩევანში, ხოლო შემდეგ თეირანში (1919-1920) და თავრიზში (1920-1923). ის ასწავლიდა სომხურს, ფრანგულს, თურქულს, სომხურ ისტორიას, ლიტერატურასა და ბუღალტერიას. ამის გარდა, სწავლობდა სომხურ დიალექტსაც. [5]

აჩარიანი გადავიდა საბჭოთა სომხეთში 1923 წელს. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სომეხი მეცნიერი, რომელიც საბჭოთა სომხეთში გადავიდა. [7] [8] დააპატიმრეს 1937 წლის 29 სექტემბერს, დიდი წმენდის დროს, შპიონობის ბრალდებით. მას ბრალად ედებოდა მრავალი უცხო ქვეყნის (ბრიტანეთი, თურქეთი) პროფესორთა კონტრრევოლუციური ჯგუფის წევრობა. იგი გაათავისუფლეს 1939 წლის 19 დეკემბერს მტკიცებულებების არარსებობის გამო. [9] [6] [10]

გარდაიცვალა ერევანში 1953 წლის 16 აპრილს. [5] დაკრძალულია ტოხმახის სასაფლაოზე.

 
აჩარიანის ბიუსტი ერევანში

აკადემიური კარიერა რედაქტირება

აჩარიანი გახდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი წევრი 1943 წელს. ის იყო ჩეხოსლოვაკიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კორესპონდენტი წევრი 1937 წლიდან. [6] ასწავლიდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1923 წლიდან გარდაცვალებამდე, 1953 წლამდე. [5] ძირითადად ასწავლიდა სპარსულს და არაბულს და 1940 წელს ინიციატივით შექმნა აღმოსავლეთმცოდნეობის ფილოლოგიის/აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტი. [11]

მან იცოდა მრავალი ენა: სომხური (თანამედროვე და კლასიკური), ფრანგული, ინგლისური, ბერძნული, სპარსული, არაბული, თურქული, ებრაული, რუსული, გერმანული, იტალიური, ლათინური, ქურთული, ასურული, ავესტური, ლაზური, ქართული, შუა სპარსული. [6]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Aghayan, E. B. (1976). „Հրաչյա Աճառյան (Ծննդյան 100-ամյակի առթիվ) [Hrachia Acharian]“. Patma-Banasirakan Handes. № 1 (1): 43–60. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-10. ციტირების თარიღი: 2021-10-02.
  • Stepanian, G. Kh. (1959). „Հրաչյա Աճառյան (1876-1953) [Hrachia Adjarian (1876-1953)]“. Patma-Banasirakan Handes. N 2-3 (2–3): 190–203. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-02. ციტირების თარიღი: 2021-10-02.
  • Baloyan, Hrachya (2016). „Ականավոր հայագետը (Հրաչյա Աճառյանի ծննդյան 140-ամյակի առթիվ) [The Eminent Armenologist (on the 140th birth anniversary of Hrachya Acharyan)] [Hrachia Acharian]“. Patma-Banasirakan Handes (2): 32–47. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-02. ციტირების თარიღი: 2021-10-02.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Armenian Concise EncyclopediaՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 1.
  3. 3.0 3.1 3.2 Ачарян Рачия Акопович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. 4.0 4.1 Stepanian 1959.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Aghayan 1976.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Baloyan 2016.
  7. Matossian, Mary Kilbourne (1955) The Impact of Soviet Policies in Armenia. Leiden: Brill, გვ. 81. 
  8. Vertanes, Charles Aznakian (1947) Armenia Reborn. New York: Armenian National Council of America, გვ. 40. 
  9. Mirzoyan, Hamlet (April 2010). „Приговорить к расстрелу: Армяне в расстрельных списках Сталина“. Noev Kovcheg (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 March 2019.
  10. Avagyan, Lilit (30 April 2017). „Անհայտ փաստեր Հրաչյա Աճառյանի մասին“. mediamax.am (სომხური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 March 2019.
  11. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Yerevan State University.