ჰიფომიცეტები (ლათ. Hyphomycetales) — უსრული სოკოების რიგი. აერთიანებს 10 ათასზე მეტ სახეობას. აქვთ მრავალუჯრედიანი მიცელიუმი. მრავლდებიან უსქესოდ, კონიდიუმებით. კონიდიუმებიანი კონიდიოფორები ვითარდებიან უშუალოდ მიცელიუმზე ან ცალ-ცალკე პატარ-პატარა კონებად. ჰიფომიცეტებს შორის არიან პარაზიტები (რომლებიც ბევრ სასოფლო-სამეურნეო მცენარეს აავადებენ) და საპროფიტები.

ჰიფომიცეტები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  უსრული სოკოები
რიგი:  ჰიფომიცეტები
ლათინური სახელი
Hyphomycetales

ლიტერატურა რედაქტირება