ჰისტიოციტები (ბერძ. hystion ქსოვილი და kytos სათავსი, აქ – უჯრედი) — ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები. ბაზოფილურ ციტოპლაზმაში ხშირად გვხვდება ვაკუოლები და ჩანართები. უჯრედის ფორმა ცვალებადია. ჰისტიოციტების ფუნქციაა უცხო ნაწილაკების, მათ შორის ბაქტერიებისაც, მიტაცება და უვნებელყოფა. გაღიზიანების შემთხვევაში აქტიურდებიან და გარდაიქმნებიან მაკროფაგებად.

ლიტერატურა რედაქტირება