ჰირაკოთერიუმი (ლათ. Hyracotherium) — ცხენისებრთა ოჯახის ამომწყდარი გვარი. გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ეოცენში (არსებობს ცნობა ჰირაკოთერიუმის ნაშთების ცენტრალურ აზიაში პოვნის შესახებ). ოჯახის უძველესი წარმომადგენელი, რომელსაც ცხენის შორეულ წინაპრად მიიჩნევენ, პატარა მოკლედრუნჩიანი ცხოველი იყო. წინა კიდურებზე ჰქონდა ოთხი თითი, უკანაზე — სამი; ნებისა და წინა ტერფის ძვლები უკვე რამდენადმე დაგრძელებული იყო. ბინადრობდა დაჭაობებულ ტყეში.

ჰირაკოთერიუმი

ლიტერატურა რედაქტირება

  • გაბუნია ლ., ქსე, ტ. 11, გვ. 670, თბ., 1987