ჰიპარიონული ფაუნა
ამომწყდარ ხერხემლიანთა კომპლექსი
ჰიპარიონული ფაუნა — ამომწყდარ ხერხემლიანთა კომპლექსი, რომელიც შუა სარმატული დროიდან ქვედა პლიოცენის ჩათვლით ბატონობდა თითქმის მთელ დედამიწაზე (გამონაკლისია ავსტრალია და სამხრეთი ამერიკა). სახელი ეწოდა ამ ფაუნის მუდმივი და, ჩვეულებრივ, ყველაზე ჭარბად წარმოდგენილი წევრის — სამთითა ცხენის, ჰიპარიონის მიხედვით. ცხოველთა ამ კომპლექსში აგრეთვე წარმოდგენილი იყვნენ აგრეთვე მარტორქები, ანტილოპები, ირმები, ჟირაფები, ხორთუმიანები და ნაირგვარი მტაცებლები. შეგუებული იყვნენ ზომიერად თბილ და ტენიან გარემოში ცხოვრებას.
ლიტერატურა რედაქტირება
- მელაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 663.