ჰილდეგარდ კნეფი (დ. 28 დეკემბერი, 1925, ულმი, გერმანია1 თებერვალი, 2002, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი მსახიობი, მომღერალი, სინქრონული მოსაუბრე, მწერალი.

ჰილდეგარდ კნეფი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1925(1925-12-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ულმი[1]
წარმოშობა გერმანელი
გარდ. თარიღი 1 თებერვალი, 2002(2002-02-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (76 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი[1]
დასაფლავებულია Waldfriedhof Zehlendorf
ჟანრ(ებ)ი გერმანული შანსონი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი, მწერალი
საიტი hildegardknef.de
ჰილდეგარდ კნეფი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ჰანს თეოდორ კნეფისა და ფრიდა აუგუსტა კნეფის ოჯახში, ულმში. 1926 წელს, სიფილისით გარდაიცვალა ჰილდეგარდის მამა და ოჯახი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად.

ჰილდეგარდი სამჯერ იყო დაქორწინებული: პირველად 1947-1953 წლებში, კურტ ჰირშზე. მეორედ, 1962-1976 წლებში ბრიტანელ მსახიობ დევიდ ქემერონზე, რომლისგანაც ერთადერთი ქალიშვილი, ქრისტინა ანტონია (დაიბადა 1968 წლის 16 მაისს, მიუნხენში) შეეძინა. მესამე ქორწინებაში, პაულ რუდოლფ ფრეიჰერთან, 1977-2002 წლებში, გარდაცვალებამდე იყო.

ჰილდეგარდმა კინო-კარიერა 1946 წელს დაიწყო, მას მოჰყვა არაერთი როლი ჰოლივუდში. მოგვიანებით კი გერმანული შანსონშიც სცადა ბედი და შემოქმედებითად აქტიური იყო თითქმის სიცოცხლის ბოლომდე.

ჰილდეგარდ კნეფი გარდაიცავალა 2002 წლის 1 თებერვალს, ბერლინში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118563645 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen