ჰიდროქსილის ჯგუფი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰიდროქსილი)

ჰიდროქსილის ჯგუფი (ჰიდროქსილი) — ფუნქციური ჯგუფი OH ორგანულ და არაორგანულ კავშირებში. ჰიდროქსილის ჯგუფში წყალბადისა და ჟანგბადის ატომები დაკავშირებულია კოვალენტური ბმით. ორგანულ ქიმიაში ამ ფუნქციურ ჯგუფს აგრეთვე უწოდებენ „სპირტულ ჯგუფს“.

ჰიდროქსილის ჯგუფი სპირტებში (R — ნახშირწყალბადური რადიკალი)

ჟანგბადის ატომი იწვევს სპირტების მოლეკულის პოლარიზაციას. წყალბადის ატომის შედარებითი მობილობა იწვევს იმას, რომ უმდაბლესი სპირტები ჩანაცვლების რეაქციაში შედიან ტუტე ლითონებთან. არაორგანულ ქიმიაში შედიან ფუძეების შემადგენლობაში, მათ შორის, ტუტეების.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება