ჰიაცინტი (მითოლოგია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰიაცინტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰიაცინტი (ძვ. ბერძნ. Γάκινθος) — ბერძნულ მითოლოგიაში სპარტელი მეფის, ამიკლეს და დიომედის ვაჟი. (მეორე ვერსიით პიერის და კლიოსი) მომღერალი, არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე ყმაწვილი, აპოლონისა და ზეფირის საყვარელი.

აპოლონი და ჰიაცინტი

ერთხელ, როდესაც აპოლონი და ჰიაცინტი დისკოს ტყორცნაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ეჭვიანმა ზეფირმა აპოლონის ნატყორცნი დისკო ჰიაცინტისკენ შეაბრუნა და თავი გაუპო. იმ ადგილას სადაც ჰიაცინტის სისხლის წვეთები დაეცა, ამოვიდა ყვავილი ჰიაცინტი.

წყაროები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება