ჰერმიტეს კუნძულები

ჰერმიტეს კუნძულები (ესპ. Islas Hermite) — ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის ჩილეს კუნძულების ჯგუფი. ისინი ქმნიან კაბო-დე-ჰორნის კომუნას, ანტარქტიკა-ჩილენას პროვინციაში, მაგალიანესის და ჩილეს ანტარქტიკას რეგიონში, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში. მათ სახელი დანიელი ადმირალის, ჯესკვეს ჰერმიტეს (1582-1624) პატივსაცემად ეწოდათ.

ცეცხლოვანი მიწის სამხრეთით მდებარე კუნძულები, ჰერმიტეს-კუნძულების ჩათვლით.

ჰერმიტეს კუნძულების ჯგუფში უდიდესია ყველაზე ჩრდილო-დასავლეთი მდებარე კუნძული Isla Hermite. ჰერმიტეს კუნძულის აღმოსავლეთით მდებარეობს Herschel და Deceit კუნძულები. ყველაზე პატარა ჰორნის კუნძული მდებარეობს ყველაზე სამხრეთით ჰორნის კონცხზე.

კუნძულები წარმოადგენს კაბო-დე-ჰორნის ეროვნული პარკის ნაწილს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება