ტერმინს „ჰერმესი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰერმესი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰერმესი (ძვ. ბერძნ. Ἑρμῆς) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და მაიას (ატლანტის ასული) ძე (ჰესიოდე). ჭკვიანი, გამჭრიახი, მოხერხებული ჰერმესი ღმერთების ნების მაცნეა. ზევსის შიკრიკი და მისივე ნების აღმსრულებელი, ყველა საქმის კეთილად დამაგვირგვინებელი და ბედნიერებისა და კეთილდღობის მომნიჭებელი (ჰომეროსი). იგი მიცვალებულთა სულებს აცილებს ჰადესში, შეუძლია სიზმრებისა და ძილის მოგვრა, ამიტომაც იყო, რომ მას ძილის წინ ზედაშეს სწირავდნენ. ჰერმესს მიაწერენ ქნარის (დაბადებისთანავე არტახებიდან გამომძვრალა და აპოლონის ნახირიდან 50 ძროხა მოუპარავს. განრისხებულ აპოლონს ჰერმესი ზევსისათვის მიუგვრია ქურდობაში გამოსატეხად, მაგრამ როდესაც მოუსმენია მისი დაკვრა ქნარზე, რომელიც პატარა ჰერმესს კუს ბაკნისაგან გაუკეთებია, მაშინ ამ ქნარში გაუცვლია თავისი ძროხები. აპოლონსავე უბოძებია მისთვის ოქროს კვერთხი — ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლო), ანბანის, რიცხვების გამოგონებას, ღვთისმსახურების დაწესებას და სხვა.

ჰერმესი


მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია და ბერძნული მითოლოგია
სხვა კულტურებში: მერკური, Mercury, Tir, Lugh, თოტი და Malakbel
სქესი: მამრობითი
გავლენის სფერო: thief, კომერცია და მოგზაური
მამა: ზევსი[1]
დედა: Maia[1] [2]
მეუღლე: Antianeira და Daeira
შვილები: ჰერმაფროდიტი, Echion, Cephalus, ავტოლიკოსი, Eurytus, Angelia, აბდეროსი, პანი, Myrtilus, ელევსინი, Cydon, Bounos[3] , Polybus of Sicyon, Aethalides, Norax, Damascus, Prylis, Ceryx, Pharis, Eudoros, Arabos, Daphnis, Priapus, სილენოსი, Tryphon, Tyche, Antias, Aptale, Cynosurus, Dolops, Eurymachus, Eurestus, Samon son of Hermes, Damascus და Palaestra
გამოსახულებები
ჰერმესის ქანდაკება, პრაქსიტელე, მარმარილო. ოლიმპიის არქეოლოგ. მუზეუმი

ჰერმესი ტანვარჯიშის (ena gonis), ჭკვიანი და მოხერხებული სიტყვის (lógios) ღვთაებად მიაჩნდათ, რომელიც მიზნის მისაღწევად არ ერიდებოდა ხრიკებს, მზაკვრობას, ტყუილსაც კი. მას მოგზაურთა მფარველად, ნახირისა და საძოვრების ღმერთად რაცხდნენ. ჰერმესის სამშობლო არკადია იყო, მაგრამ თაყვანს სცემდნენ საბერძნეთში, მისი გამოსახულებები იდგა გზებზე და ქუჩებში, საზოგადოებრივ მოედნებზე (ეს იყო ძირითადად ბოძები, რომლებზედაც ჰერმესის თვის იდგა, ე. წ. ჰერმები — Hermai) ჰერმესს მსხვერპლად სწირავდნენ თაფლს, ლეღვის ჩირს, ღვეზელს, ღორს, კრავს, ცხვარს და სამსხვერპლო ცხოველის ენას. ხელოვნებაში გამოსახავდნენ წარმოსადეგი ჭაბუკის სახით, რომელსაც მშვიდი ნაკვთბი, გამჭრიახი და კეთილი გამომეტყველება, ტერფებზე ფრთები ჰქონდა, მას ზოგჯერ ხელში ოქროს კვერთხი ეჭირა, ფართოფარფლებიანი, ბრტყელი სამგზავრო ქუდი ეხურა.

ჰერმესს რომაელებთან შეესატყვისებოდა მერკური (Mercurius), რომელიც უმთავრესად ვაჭრობისა და მოგების მფარველი ღვთაება იყო.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Любкер Ф. Ἑρμῆς // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 615–616.
  2. 2.0 2.1 Любкер Ф. Maia // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 814–815.
  3. 3.0 3.1 Бунос // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IVа. — С. 934.