ჰენრი ნოქსი (ინგლ. Henry Knox; დ. 25 ივლისი, 1750 ― გ. 25 ოქტომბერი, 1806) — ბოსტონელი წიგნის გამყიდველი, რომელიც გახდა კონტინენტალური არმიის საარტილერიო დანაყოფის მეთაური. შემდგომში აშშ ომის პირველი მდივანი.

ჰენრი ნოქსი
ჰენრი ნოქსი
ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 სექტემბერი, 1789 – 31 დეკემბერი, 1794

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 მარტი, 1785 – 12 სექტემბერი, 1789

შეერთებული შტატების ჯარის მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 დეკემბერი, 1783 – 20 ივნისი, 1784

დაბადებული25 ივლისი, 1750
ბოსტონი
გარდაცვლილი25 ოქტომბერი, 1806
თომასტონის სიახლოვეს

ბიოგრაფია რედაქტირება

ჰენრი ნოქსი დაიბადა 1750 წლის 25 ივლისს, ბრიტანელი ემიგრანტების ოჯახში. მისი მამა იყო გემის კაპიტანი. 12 წლისამ სწავლა მიატოვა და წიგნის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა რათა დაქვრივებულ დედას დახმარებოდა. მოგვიანებით მან საკუთარი მაღაზია გახსნა. 1774 წლის 16 ივლისს ჰენრი ნოქსი დაქორწინდა ლუსი ფლუკერზე. მათ 13 შვილი ეყოლათ.

ნოქსი მხარს უჭერდა აჯანყებულებს, თავისუფლების შვილებს. 1772 წელს იგი მოხალისედ ჩაეწერა ბოსტონის რაზმში და 1775 წელს, გენერალ უარდის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო ბანქერ ჰილის ბრძოლაში. ომის დროს ის შეხვდა გენერალ ჯორჯ ვაშინგტონს და ისინი დამეგობრდნენ.

ბოსტონის აღებისას, ვაშინგტონმა არტილერია მთლიანად ნოქსს დაუქვემდებარა, ნოქსის გეგმის განხორციელების შედეგად, 1776 წლის 17 მარტს ბრიტანელებმა ბოსტონიდან ჰალიფაქსისკენ დაიხიეს.

პოლკოვნიკ ნოქსს დაევალა მდინარე დელავერზე გადასვლის ოპერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან ეს დავალება კარგად შეასრულა. მან ასევე თავი გამოიჩინა ტრენტონის ბრძოლაშიც.

ნოქსი მონაწილეობდა შემდგომ ბრძოლებშიც, პრინსტონთან, ბრანდიუაინთან, გერმანთაუნთან, მონმაუსთან და იორკთაუნთან. 1777 წელს იგი დაბრუნდა მასაჩუსეტსში რათა განეახლებინა არმიის საარტილერიო მარაგი. მან შეკრიბა დამატებითი ბატალიონი და დააარსა სპრინგფილდის სამხედრო ფაბრიკა. ის იარაღი და ტყვია-წამალი, რომელიც მან მოიმარაგა ომის დასრულებამდე ეყო არმიას.

იორკთაუნის ბრძოლის შემდეგ, ჰენრი ნოქსს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება. 1782 წელს მას ჩააბარეს ვესტ-პოინტი. 1783 წელს მისი უასუალო მონაწილეობით შეიქმნა ცინცინატის საზოგადოება, იგი შეუძღვა ამერიკელთა არმიას ნიუ-იორკში. 1783-1784 წელს ჰენრი ნოქსი იყო კონტინენტალური არმიის მეთაური, მას შემდეგ რაც ჯორჯ ვაშინგტონი წავიდა ამ თანამდებობიდან.

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

1785 წელს ის დაინიშნა ომის მინისტრად. ჰენრი ნოქსი ამ თანამდებობაზე 1789 წლის 12 სექტემბრამდე დარჩა.

ნოქსმა შექმნა ნაციონალური მილიცია, ააგო რამდენიმე ფორტი სანაპიროებზე, შექმნა რეგულარული საზღვაო ფლოტი.

1794 წლის 31 დეკემბერს ჰენრი ნოქსი წავიდა მთავრობიდან, მის ადგილას კი ტიმოთი პიკერინგი დაინიშნა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • North Callahan: Henry Knox. General Washington's General, Barnes, New York, 1958