ჰელესა (კინორომანი)

ჰელესა, ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა... (ლაზური საზღვაო კინორომანი, წარმოდგენილი ფელუკა „კირბიშის“ ბოლო მოგზაურობის ქრონიკებად, ანდა, თუ გნებავთ, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰელიმიშის გაცოცხლებულ ნახატებად) — ქართველი მწერლის, მიხო მოსულიშვილის კინორომანი ლაზების ცხოვრებაზე.

„ჰელესა“
ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა...

„ჰელესა“, ყდა, 2012
ავტორი მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი თამარ გელოვანი
გარეკანის მხატვარი ნიკო ფიროსმანი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ლაზების ცხოვრება
ჟანრი რომანი
გამომცემელი „უსტარი“
გამოცემის თარიღი 2012
ქართულად გამოიცა 2012, 21 მაისი
გვერდი 296
წინამორბედი ვაჟა-ფშაველა, 2011
მომდევნო დიდი ძუ დათვი, 2013
ISBN 978-9941-9261-1-2

კინორომანის იდეა რედაქტირება

საქართველოში სამკურნალო მცენარეებისა და მათი გამოყენების შესახებ, ანტიკური ხანის სხვა ავტორებთან ერთად, აპოლონიოს როდოსელიც წერდა თავის „არგონავტიკაში“. ისიც ცნობილია, რომ კოლხეთის დაბლობზე გაშენებული ყოფილა „ჰეკატეს ბაღი“ (ძვ.წ. 650 წ.), რომელშიც ორმოცზე მეტი სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. თავად სიტყვა „მედიცინა“ მომდინარეობს მეფე აიეტის ქალიშვილის, მკურნალი მედეას სახელიდან...

უძველესი ქართული ხალხური მედიცინის წიაღში მკურნალთა არაერთი საგვარეულო შტო იშვა, რომლებაც შექმნეს თავიანთი წამლები. ამის მაგალითია: „თურმანიძის მალამო“; ასკურავების მოტეხილობის მკურნალობა უთაბაშიროდ, მსუბუქი გადახვევითა და მალამოთი; ბერულავების მოტეხილობის საგვარეულო მალამო; ნაჭყებიების წამალი...

მოკლე შინაარსი რედაქტირება

მეი კირბიშის სიყვარულის გამოყენებით იაშარ ბადიში ცდილობს გაიგოს კირბიშების გვარის საიდუმლო წამლის დამზადების წესი, რომ ეს რეცეპტი მდიდარ უცხოელებს, ჰელენ მეიერს და ალფრედ ანთოპულოსს მიჰყიდოს.

პერსონაჟები რედაქტირება

  • ფოკა კირბიში — „პაპუ“ (ლაზურად, პაპა), 60 წლისა, ცალფეხა.
  • მეი — ფოკას ქალიშვილი პირველ, გარდაცვლილ ცოლთან, ნადიესთან, 20 წლისა.
  • უჩა — მეტსახელად „მშირიდონი“ (ლაზურად, მერცხალი), ფოკას შვილი, 10 წლისა.
  • მერიემ-ხავანა — ფოკა კირბიშის ცოლი, უჩას დედა, მეის დედინაცვალი, 55 წლისა, ჯინჯი (ლაზურად, მკითხავი).
  • ალფრედ ანთოპულოსისი — 60 წლისა, ბიზნესმენი ვან-კუვერიდან.
  • ჰელენ მეიერი — 65 წლისა, ალფრედ ანთოპულოსის ცოლი, უყვარს თოჯინა კლაბაუტერმანი.
  • იაშარ ბადიში — 25 წლისა, აქვს საკუთარი პანტონებიანი ნავი, სახელად „მცურავი კუნძული“.
  • სებასტიან რადუ (მაფარველიში) — მეთევზე ლაზების სოფელ ლაზუდან, რომელიც მდებარეობს საპორტო ქალაქ კონსტანცას სამხრეთით.
  • ილფან შიშმანიში — თურქული სანაპიროს საგუშაგო კატარღის მეთაური.
  • ხატიჯე შიშმანიში – ილფანის დედა, 70 წლისა.

მითოლოგიური არქეტიპი რედაქტირება

„ჰელესას“ თანამედროვე ამბის მითოლოგიურ არქეტიპს წარმოადგენს ოქროს საწმისის ლეგენდა და მკითხველი იოლად ახდენს რომანის პერსონაჟების იდენტიფიცირებას: მედეა - მეი, აიეტი - ფოკა კირბიში, აფსირტე - უჩა, იასონი - იაშარ ბადიში.

რომანის ჯილდო რედაქტირება

 
ეფექტიანი მარკეტინგის კონფერენციის ჯილდოს ვერცხლის პრიზის სერტიფიკატი გამომცემლობა „უსტარს“ მიხო მოსულიშვილის რომანისათვის „ჰელესა“, 27 აგვისტო, 2012, პორტლენდი, ორეგონი, აშშ

რომანის გამოცემები რედაქტირება

  • 2012 წ. — გამომცემლობა „უსტარი“[5]
  • 2013 წ. — ელექტრონული გამომცემლობა „ლითერასი“[6]
  • 2013 წ. — „საბა“ ელექტრონული წიგნების სახლი[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Summit International Awards (SIA)
  2. SUMMIT MARKETING EFFECTIVENESS AWARD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-21. ციტირების თარიღი: 2015-01-21.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-20. ციტირების თარიღი: 2012-09-16.
  4. ჰელესა, "საბას" 2013 წლის ნომინანტები
  5. Mixo Mosulišvili (21 May, 2012), Helessa (Helessa Or​ Eli Elobda, Meli Melobda, Zgva Popinobda… რედ.), Tbilisi, Georgia: Ustari Publishing, http://openlibrary.org/books/OL25319895M/Helessa_Or​_Eli_Elobda_Meli_Melobda_Zgva_Popinobda…
  6. „ლითერასი“[მკვდარი ბმული]
  7. https://saba.com.ge/books/details/561