ჰეინიკენის თასი (ევროპის რაგბის ჩემპიოთა თასი) — რაგბის ერთ-ერთი საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელსაც ატარებს ევროპის რაგბის კავშირი და მასში მონაწილეობენ გუნდები ექვსი ერის ქვეყნებიდან: ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია და საფრანგეთი. რუმინეთს მხოლოდ პირველ ჩემპიონატში ჰყავდა წარმომადგენელი. გუნდებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან ჰეინიკენის თასზე, შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ შედარებით დაბალი დონის ჩელენჯის თასზე. ჰეინეკენის თასი არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ტურნირი, რომელსაც 1995 წლიდან აფინანსებს ჰოლანდიური ლუდსახარში კომპანია ჰეინეკენი. თასზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელიც 6 ჯგუფშია გადანაწილებული. ტურნირი მიმდინარეობს ოქტომბრიდანმაისამდე.

ევროპის ჩემპიონთა თასი
მიმდინარე ტურნირი: 2018-2019
სპორტის სახეობა რაგბი
პირველად ჩატარდა 1995
მონაწილეთა რაოდენობა 20
მონაწილე ქვეყნები ირლანდიის დროშა ირლანდია
იტალიის დროშა იტალია
დროშა: შოტლანდია შოტლანდია
დროშა: უელსი უელსი )
დროშა: ინგლისი ინგლისი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი

ყველაზე მეტჯერ, თასის მფლობელები გახდნენ ფრანგული ტულუზა და ირლანდიური ლენსტერი, რომლებმაც ამ პრესტიჟული გათამაშების მოგება 4-ჯერ მოახერხეს.

2010-11 წლების სეზონში, ტურნირში გაიმარჯვა ლენსტერმა, რომელმაც ფინალში დაამარცხა ნორთჰემპტონსაინთსი, ანგარიშით 33:22. პირველი ტაიმი დამთავრდა 6-22, ხოლო 27 წუთში ლენსტერმა შეძლო 27 ქულის მოგროვება და თამაშის მოგება. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჯონათან სექსტონი რომელმაც 28 ქულა მოუტანა თავის გუნდს, მათშორის 2 ლელო.

მოქმედი მფლობელი არის ლონდონის სარასენსი რომელმაც 2019 წლინს ფინალში ლენსტერი დაამარცხა. ამ გამარჯვებით ლონდონელები მესამედ დაეუფლნენ ევროპის ჩემპიონთა თასს.

ისტორია რედაქტირება

ჰეინიკენის თასი რედაქტირება

1995–1999 რედაქტირება

ჰეინიკენის თასი დაფუძნდა 1995 წელს. პირველ სეზონში ასპარეზონდა 12 გუნდი რომელიც წარმოადგენდა 5 ქვეყანას: ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, იტალია და რუმინეთი. ეს გუნდები გადანაწილდნენ 4 პულში. ფორმატის თანახმად პულის აგმარჯვებულები პირადპირ გადიოდნენ 1/2-ფინალში. ინგლისურმა და შოტლანდიურმა კლუბებმა არ მიიღეს მონაწილეობა საინაუგურაციო სეზონში[1].

პირველი ისტორიული მატჩი გაიმართა რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, 1995 წლის 31 ოქტომბერს, ადგილობრივმა ფარულ კონსტანტმა უმასპინძლა ფრანგულ ტულუზს. ამ მატჩს მხოლოდ 3 ათასი ადამიანი დაესწრო და დასრულდა ფრანგების დამაჯერებელი გამარჯვებით 10-54. ფრანგულმა ტულუზმა იტალიურ ტრევიზოსაც მოუგო 18-9, ნახევარფინალში და ფინალში კი უელსური გუნდები, სვენსა და კარდიფი დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი ვინც ჰეინიკენის თასს დაეუფლა.[2]

ინგლისური და შოტლანდიური კლუბები მომდევნო სეზონშივე ჩაერთვნენ გათამაშებაში. ამავე წელს შეიქმნა რანგით მეორე, ევროპის ჩელენჯ თასი, სადაც ისეთი გუნდები ხვდებოდნენ ვინც ჰეინიკენის თასზე მოხვედრას ვერ ახერხებდნენ. თავად ჰეინიკენის თასი კი 20 გუნდამდე გაიზარდა. მხოლდო ორმა გუნდმა, ლესტერმა და ბრივმა შეძლო პულების უდანაკარგოდ გავლა, საბოლოოდ კი მათ ნახევარფინალში წინა წლის ფინალისტები ტულუზი და კარდიფი ერგოთ. მათ ამ ეტაპზეც შეძლეს გამარჯვება და 1997 წლის 25 იანვარს კარდიფში, ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. 41 664 მაყურებელის წინაში ბრივმმა გაიმარჯცა ანგარიშთ 28-9. ამ მატჩს დაახლოებით 35 მილიონმა ადამიანმა უყურა 86 სხვადსხვა ქვეყანაში[3].

1997-98 წწ. სეზონზე შეიმოღეს ორ მატჩიანი - "სახლში და გასვლაზე" სისტემა პულურ ეტაპზე. ამ სეზონზე ბრივი კვლავ გავიდა ფინალში, მაგრამ ინგლისურ ბასთან წააგო. ამ სეზონის შედეგ ინგლისურმა კლუბება კვლავ დატოვეს ჩემპიონატი, რადგან არ ეთანხმებოდნენ ტურნირის ფორმატს[4].

1999–2004 რედაქტირება

1999-00 სეზონზე ინგლისური გუნდები დაბრუნდნენ ჰეინიკენის თასსზე. ამ სეზონზე მოხდა პირვლეად რომ ნახევარფინალში გავიდა 4 ქვეყნის კლუბი: ტულუზა (საფრანგეთი), ნორთჰემფთონი (ინგლისი), მანსტერი (ირლანდია) და ჰლანეჰლი (უელსი)[5].

2001-02 წწ. სეზონზე ინგლისური ლესტერ თაიგერსი გახდა პირველი გუნდი, რომლმაც შეძლო ჰეინიკენის თასის მეორე აღმართვა[6].

2002 წლიდან ჩელენჯ თასის მომგები გუნდი ავტომატურად ხვდებოდა ჰეინიკენის თასზე. 2003 წელს ტულუზი გახდა მეორე გუნდი, თაიგერსის შემდეგ რომელიც გახდა თასის ორგზის მფლობელი.

2003-04 წწ. უელსში, ირლანდიის მსგავსად იქმნება რეგიონალური კლუბები, რომელთაც განაგრძეს კელტთა ლიგაში ასპარეზობა. მიუხედავად ამისა ვერცერთი უელსური გუნდი ვერ მოხვდა მეოთხედფინალში. ჰეინიკენის თასის გამარჯვებული კი გახდა ლონდონის ვასპსი (პირველად) რომელმაც ფინალში ფრანგული ტულუზი დაამარცხა.

 
ლონდონის ვასპსი 2007 წ. მოიგო ჰეინიკენის თასი

2005-2014

ჩემპიონთა თასი 2014-2018

ჰეინიკენის ჩემპიონთა თასი 2018-2020

გამარჯვებულები რედაქტირება

კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვების წელი ფინალისტობის წელი
  ტულუზა 5 2 1995–96, 2002–03, 2004–05, 2009–10, 2020-2021 2003–04, 2007–08
  ლენსტერი 4 2 2008–09, 2010–11, 2011–12, 2017–18 2018-2019, 2021-2022
  სარკინოზები 3 1 2015–16, 2016–17, 2018-2019 2013–14
  ტულონი 3 0 2012–13, 2013–14, 2014–15
  ლესტერ ტაიგერსი 2 3 2000–01, 2001–02 1996–97, 2006–07, 2008–09
  მანსტერი 2 2 2005–06, 2007–08 1999–00, 2001–02
  უოსპსი 2 0 2003–04, 2006–07
  ბრივ კორეზი 1 1 1996–97 1997–98
  ნორთჰემპტონ სეინტსი 1 1 1999–00 2010–11
  ოლსტერი 1 1 1998–99 2011–12
  ლა როშალი 1 1 2021-2022 2020-2021
  ბათი 1 0 1997–98
  კლერმონ ოვერნი 0 3 2012–13, 2014–15, 2016–17
  ბიარიც ოლიმპიკი 0 2 2005–06, 2009–10
  სტად ფრანსე 0 2 2000–01, 2004–05
  რასინგ 92 0 2 2015–16, 2017–18
  კარდიფი 0 1 1995–96
  კოლომიე 0 1 1998–99
  პერპინიანი 0 1 2002–03

ევროპის წლის საუკეთესო მორაგბე რედაქტირება

ევროპის წლის საუკეთესო მორაგბის წოდება გადაეცემა ჩემპიონთა თასზი გამორჩეულ მოთამაშეს. ეს ჯილდო გაიცემა 2010 წლიდან. პირველად ჯილდო გადაეცა რონან ოგარას, განვლილი 15 წლის ჯამური შედეგისათვის, ხოლო მომდევნო წლებში მხოლოდ მიმდინარე სეზონის შედეგებს ითვალისწინებდნენ[7].

  • 2010 —   რონან ოგარა ( მანსტერი)
  • 2011 —   შონ ობრაინი ( ლენსტერი)
  • 2012 —   რობ კერნი ( ლენსტერი)
  • 2013 —   ჯონი უილკინსონი (  ტულონი)
  • 2014 —   სტივ არმიტაჯი (  ტულონი)
  • 2015 —   ნიკ აბენდონი (  კლერმონი)
  • 2016 —   მარიო იტოჯე (  სარასენსი)
  • 2017 —   ოუვენ ფარელი (  სარასენსი)
  • 2018 —   ლეონ ნაკარავა (  რასინგ 92)
  • 2019 —   ალექს გუდი (  სარასენსი)
  • 2020 —   სემ სიმონდსი (  ექსტერი)
  • 2021 —   ანტუან დუპონ (  ტულუზა)
  • 2022 —   ჯოშ ვან დერ ფლეარი ( ლენსტერი)

(გამუქებულია მოქმედი მორაგბეები)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება