ჰარი ჰარისონი (ინგლ. Harry Harrison; დ. 12 მარტი, 1925, სტემფორდი, აშშ — გ. 15 აგვისტო, 2012) — ამერიკელი მწერალი. მოღვაწეობდა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში.

ჰარი ჰარისონი
ინგლ. Harry Harrison
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1925(1925-03-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი სტამფორდი
გარდაცვალების თარიღი 15 აგვისტო, 2012(2012-08-15)[8] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7](87 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბრაიტონი
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, ესპერანტისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, პროზაიკოსი, სცენარისტი, კომიქსების მხატვარი, კომიქსების მწერალი და მხატველი[9]
მოქალაქეობა  აშშ
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus Make Room! Make Room!
ჯილდოები დეიმონ ნაიტის სამახსოვრო დიდი ოსტატის პრემია, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი და ინკპოტის ჯილდო[10]
მეუღლე Evelyn Harrison და Joan Merkler Harrison
საიტი harryharrison.com

ბიოგრაფია რედაქტირება

მწერალი 1925 წლის მარტში, აშშ-ის შტატ კონექტიკუტში დაიბადა. სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს სამხედრო გაწვევა მიიღო და 4 წელი ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ინსტრუქტორად იმსახურა. სამხედრო სამსახური მან სერჟანტის წოდებით დაასრულა და ცხოვრების ბოლომდე ანტიმილიტარიზმს უჭერდა მხარს. მისი ნეიტრალური დამოკიდებულება ომის მიმართ მისსავე ნაწარმოებში - „ბილი, გალაქტიკის გმირი“ აისახა.

სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ჰარი ჰარისონი გაზეთში ჯერ მხატვრად მუშაობდა, შემდეგ კი რედაქტორად. მწერალმა და რედაქტორმა ლიტერატურული კარიერა 1958 წელს გაზეთ „Flash Gordon“-ში დაიწყო. მისი პირველი ნოველა „Deathworld“ 1960 წელს დაიბეჭდა.

ჰარისონს ეკუთვნის ფანტასტიკის ჟანრის სატირულ ნაწარმოებთა სერია „ბილი, გალაქტიკის გმირი“. ასევე „ჩაიწიეთ! ჩაიწიეთ!“, რომლის საფუძველზე 1973 წელს ფილმი „Soylent Green“ გადაიღეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 Babelio — 2007.
  6. 6.0 6.1 Lambiek ComiclopediaLambiek, 1999.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. R.I.P. Harry Harrison, creator of the Stainless Steel Rat, Bill the Galactic Hero, and Soylent Green
  9. Czech National Authority Database
  10. https://www.comic-con.org/awards/inkpot